იმპერატორმა ერთ მხატვარს სთხოვა, მისი სასახლის კედლებზე ჰიმალაის მთები დაეხატა. მხატვარმა მას უპასუხა, რომ ამ დავალების შესასრულებლად, მან სამი წელი უნდა იცხოვროს მთებში. იმპერატურმა ჰკითხა:
— სამი წელი? ბევრი არ არის?
მხატვარმა კი უპასუხა:
— მე მინიმალურ დროს გთხოვთ, რადგან ვიდრე არ გავხდები ჰიმალაის ნაწილი, ვერ დავხატავ მას. მე უნდა წავიდე იქ და მთებს შევერწყა.
სამი წლის შემდეგ, მხატვარი დაბრუნდა და სასახლის კედლები სამ დღეში მოხატა. იმპერატორი მისი ნამუშევრის სანახავად მივიდა და საოცრება იხილა. მას, იმ დრომდე, არასოდეს ენახა ასეთი მშვენიერი მთები. ნამდვილი ჰიმალაიც კი, უფერულად გამოიყურებოდა ამ ნახატის ფონზე. იმპერატორი მონუსხული იდგა და ნახატით ტკბებოდა, ხოლო შემდეგ შენიშნა:
— აი აქ ბილიკს ვხედავ, საითკე მიდის?
— ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ. — უპასუხა მხატვარმა.
ისინი წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.
მხატვარი 3 წელი ცხოვრობდა მთებში. მას იქ სახლიც ექნებოდა და ყველა პირობა ცხოვრებისთვის.