x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მოკლა თუ არა მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი? (მისი პირადი ფოტოები ყოველდღიური ცხოვრებიდან)
ყველასათვის ცხადია გუშინდელი შემზარავი ამბის შესახებ. ამა წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე საზარელი სურათის მომსწრენი გახდნენ იქაური მაცხოვრებლები. ორსართულიანი საერთო საცხოვრებლის სადარბაზოს წინ მამა-შვილის ცხედარი იპოვეს- 27 წლის, 1988 წელს დაბადებული ომარ ქაფიაშვილისა და 5 წლის ვაჟის-თორნიკესი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახმკვლელობის მუხლით და გამოძიება მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაღუპულთა მეუღლე და დედა, 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე.


როგორც ცნობილია 20 დეკემბრის დღის მანძილზე მაგდა შვილთან ერთად იმყოფებოდა დასთან სტუმრად და მისი სახლი ჩვეული რიტმით, ყოველგვარი ეჭვების გარეშე დაუტოვებია, არც საღამოს გაუგიათ მეზობლებს მისი ბინიდან ხმაური და ყვირილი და მათივე განცხადებით, წყვილი რამოდენიმე წელი საერთოსაცხოვრებლის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა და კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს კი წყნარ და მშრომელ ბიჭად ახასიათებენ. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გამთენიისას მეზობლებს, ასეთი შოკისმომგვრელი სურათი დახვდათ წინ.


დაზარალებული და ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძე მალევე აიყვანეს. დაკითხვისა და გამოძიების ფონზე აკონილი ინფორმაციის თანახმად პირველ ეტაპზე მან აღიარა დანაშაული, რომ ურთიერთშელაპარაკების ფონზე ბლაგვი საგნის რამოდენიმეჯერ თავში ჩარტყმით ადგილზე მოკლა მეუღლე, ხოლო მამის სიკვდილს შესწრებული 5 წლის თორნიკე შოკირებულ მდგომარეობაში ასთმური შეტევით გაგუდულა, სხვა წყაროებზე დაყრდნობით კი შვილიც დედამ გაგუდა, ხოლო კვალის დაფარვის გამო მან ცხედრები დერეფანში "გაათრია" და სადარბაზოსთან დატოვა თავდასხმის ინსცენირების მიზნით. დღევანდელ დაკითხვაზე მაგდამ უარყო დანაშაული, რომ მას არ მოუკლავს ქმარ-შვილი და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. გამოძიებამ, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ურნიდან ამოიღო სისხლიანი ტანსაცმელი და ბლაგვი საგანი, რომლითაც მიეყენა სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში ომარ ქაფიაშვილს.


საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე - საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე. 26 წლის მაგდა პაპიძეს კი განაჩნს სასამართლო დღეს გამოუტანს, ახალი ცნობები საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით იქნება ცნობილი და ისიც თუ ვინ არის რეალური მკვლელი.



გთავაზობთ მაგდა პაპიძის ფოტოებს მისი ყოველდღიური ცხოვრებიდან:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

7
5094
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5094
  
2016, 5 იანვარი, 21:25
და სად ნახე ჩემო კარგო აქ თუნდაც სტატიაში და კომენტარებშიც, რომ ვინმეს გადაჭრით ეთქვას ამ გოგომ მოკლაო?? გვანცა კი არა- მაგდა. გამოძიებამ რაც არ უნდა "შეთითხნოს", ჯერ-ჯერობით ყველა ფაქტი მის წინააღმდეგაა. ეს ტრაგედია კი ვინმე მინისტრის სახლში არ ხდება, რომ მშრალზე გამოძვრომის მიზნით საქმე ჩაეფარცხათ, ჟვანია რა შუაშია იყო აქ ვერ გავიგე. სამხედრო სამსახურში მსახურობს პირადად მამაჩემი უკვე 35 წელია, ბიძაშვილები თუ დეიდაშვილ-ბიძაშვილის მეუღლეები და ზოგს კარგი წოდება აქვს, ზოგიც რიგითი თანამშრომელია, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე ვინმეს ოჯახს ასეთი განუკითხაობა დასტყომოდა თავს, წლებია არ მახსოვს, ასე, რომ...
2016, 4 იანვარი, 16:23
არ არის ამ გოგოს მოკლული არც ქმარი და მითუმეტეს, არც შვილი. დაძაბეთ გონება ადამიანებო, (უკაცრავად) ცხოველები ხომ არ ხართ?! დააკავეს თუ არა ეს გოგო, გამოვიდა ტელევიზიით ფორმიანი და გვამცნო, რომ "დაკავებულია, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალ-დე-ბული"!!! არა - ეჭვმიტანილიი, არამედ "ბრალდებული". ამ ინფორმაციის მოსმენისას თავისთავად ამოტივტივდა გონებაში, მერაბიშვილის სიტყვები იმ დილით, როდესაც ზურა ჟვანიას გარდაცვალება გვამცნო, რომ "ეს არის უბედური შემთხვევა"! ამ გოგოს მუღლე იყო სამხედრო მოსამსახურე, რატომ გამორიცხავთ იმ ვერსიას, რომ სამხედრო სამსახურიდან გამომდინარე იყო მოკლული ქაფიაშვილი, ბავშვი კი შეიწირა მკვლელმა გაჩუმების მიზნით, რადგან მკვლელობაში მოწმე, არავის არ აძლევს ხელს!
რაც შეეხება ფაქტებს ... გამოძიება და ექსპერტიზა (თუ აწყობს) ისეთ ფაქტებს დადებს, საზოგადოებას შიშველი ხელით გააგლეჯინებს ამ გოგოს. გულით მებრალება მოკლულები და გვანცა პაპიძეც, რადგან ვიღაცას ძალიან აწყობს, ამ საქმეში ხელების დაბანა!
2015, 27 დეკემბერი, 18:21
არ მინდა დავიჯერო მაგრამ სამწუხაროდ ფაქტები ჯერჯერობით საწინააღმდეგოს მეტყველებს
2015, 22 დეკემბერი, 19:23
მე უდანაშაულობის პრეზუმციას ყოველთვის ვიცავ და ამიტომაც ავღნიშნე, თუ მისი მოკლულია მეთქი.
რამდენჯერაც ოჯახში შელაპარაკება მოხდება იმდენი ქმარმა ცოლი ან პირიქით ცოლმა ქმარი თუ მოკლა "ავშენდებით". :((
2015, 22 დეკემბერი, 19:20
მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს ყველა დადებითად ახასიათებდა, არავინ ვიცით ოჯახში როგორი იყო, თუმცა არც მაგდას დანაშაულში მეპარება ეჭვი, მის ყველა პირად გვერდებზე სოც-ქსელში, მხოლოდ ეს ფოტოები იდო, რაც ამ სტატიას დავურთე, შვილთან და ქმართან გადაღებული ფოტო ვერ ვნახე... შვილი არა მგონია მოეკლა, შეიძლება შელაპარაკების ნიადაგზე სულაც თავდაცვის მიზნით მართლა ჩაარტყა ქმარს, მაგრამ ბავშვი როგორც დაასკვნეს ასთმური შეტევით გაიგუდა, შოკურ მდგომარეობაში იყო ალბათ ასეთ სცენას რომ შეესწრება 5 წლის პატარა :((( საშინელებაა. ეს ჩემი მოსაზრებაა, ღმერთმა უწყის სინამდვილეში რა მოხდა.
2015, 22 დეკემბერი, 18:44
თუ ამ გოგოს ჩადენილია სიცოცხლის ღირსი არაა, დედა რომელიც შვილს მოკლავს ქალი და დედა არაა...
2015, 22 დეკემბერი, 14:22
ღმერთო რამხელა ტრაგედიაა :((( დაჯერება არ მინდა :(((((((
0 1 7