სხვა ნიდერლანდებში მართვის მოწმობის პრაქტიკული გაკვეთილის გადახდა სექსითაა შესაძლებელი 2015, 21 დეკემბერი, 15:05 ჰოლანდიის მთავრობამ ოფიციალურად ნება დართო ავტომობილის მართვის გაკვეთილები მოწაფემ ინსტრუქტორს სექსით გადაუხადოს.
ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა არდა ვან დერ შტეირამ და ტრანსპორტის მინისტრმა მელანი შულც ვან ჰეგენმა გააკეთეს, იუწყება Dutch News-ი. –მართალია გადახდის ეს ფორმა არაა სასურველი, თუმცა მას როგორც პროსტიტუციას, ისე ვერ განვიხილავთ-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მომსახურეობა არაფრით განსხვავდება ვთქვათ იმ განცხადებებისგან, რომელიც გვხვდება ინტერნეტში კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებაზე, სხვადასხვა შესასრულებელ სამუშაოზე თანხის ნაცვლად სხვა საშუალებებით გადახდაზე. თუმცა ახლად მიღებულ კანონს აქვს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნა: ორივე პარტნიორი 18 წელზე ნაკლების არ უნდა იყოს და შეთანხმება ორივე პარტნიორის თანხმობით უნდა მოხდეს. 1691 4-ს მოსწონს 1-ს არა
|