x
image
პერსეპოლისი
მანიკა ასათიანი “მის მსოფლიო 2015”-ზე

imageმანიკა ასათიანი მეგობრებთან ერთად სანიაში იმყოფება, სადაც “მის მსოფლიო 2015” გაიმართა. მისი მოგზაურობის მიზეზი მისი მეგობარი, “მის საქართველო 2015”, ნუკა ყარალაშვილი გახლავთ, რომელიც კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობდა. ნუკა მეგობრების ჩასვლამ ძალიან გაახარა და სოციალურ ქსელში მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “ყველაზე მაგარი მეგობრები მყავს! გუშინ მთელი საღამო საქართველოზე და ჩემს ლამაზ გოგონებზე ლაპარაკობდნენ “მის მსოფლიოზე”. მიყვარხართ”.
მანიკას სანიას კუნძულებიდან „იმედის დილაში“ ჩართვაც ჰქონდა, სადაც მაყურებელს იქაურ შთაბეჭდილებებსა და ნუკას პერსპექტივებზე უამბო. მისი თქმით, ნუკასთან, თვითონ, ელენე გოგავა და ეკა ღურცკაია, ნუკის დაქალები ჩავიდნენ. გოგონები ფინალამდე ფასიან საქველმოქმედო დახურულ ვახშამს დაესწრნენ, სადაც აუცქიონი გაიმართა. ვახშამს ესწრებოდნენ წინა “მის მსოფლიოს” გამარჯვებული, მონაწილეები, ჟიურის წევრები.

image


როგორც მანიკამ აღნიშნა, გოგონებმა კარგი შთაბეჭდილება შექმნეს ქართული სილამაზის შესახებ და მათ ყველა ეკითხებოდა, დები ხომ არ იყვნენ. ნუკისაც უხაროდა, რომ მისი მეგობრები იქ იყვნენ. ყველას ოჯახის წევრმა ჩააკითხა, ნუკის კი მეგობრებმა. თანაც, სამივე მოდელი იყო და მეგობრებიც მისები ეგონათ. ერთ-ერთთან მისულან და უკითხავთ კიდეც, რომელ ქვეყანას წარმოადგენდა.


მანიკა შთაბეჭდილებებითა და ემოციებით არის სავსე. მისმა სანაპიროზე გადაღებულმა ფოტოებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა.

imageimage





0
1197
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0