x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
§15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

ვარსკვლავებიან ცას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ყველა ვარსკვლავი, პოლარული ვარსკვლავის გარდა, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით გადაადგილდება. სინამდვილეში, ვარსკვლავები კი არ მოძრაობენ, მათი “გადაადგილება“ დედამიწის მოძრაობის ანარეკლია ცაზე.
დედამიწა მოძრაობს თავისი წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთით ანუ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. წარმოსახვითი ღერძი კვეთს დედამიწას ორ წერტილში, რომლებსაც ჩრდილოეთი და სამხრეთი გეოგრაფიული პოლუსები ეწოდება. წარმოსახვით ღერძს თუ გავაგრძელებთ, ის პოლარული ვარსკვლავის სიახლოვეს გაივლის. ამიტომ არის, რომ ეს ვარსკვლავი, ცაზე დაკვირვების დროს, თითქმის უძრავ მდგომარეობაში არის.


დედამიწის დღე–ღამური და წლიური მოძრაობათავისი წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ მობრუნებას დედამიწა 24 სთ-ს ანდომებს ანუ 1 დღე-ღამეს. დროის მონაკვეთს ორ ერთმანეთის მომდევნო შუადღეს (შუაღამეს) დადგომის მომენტებს შორის, ეწოდება დღე-ღამე.
დედამიწა, ღერძის ირგვლივ მოძრაობის დროს, მუდმივად ნათდება მზის მიერ. ის დედამიწის ხან ერთ გვერდს ანათებს, ხან მეორეს. დედამიწის განათებულ ნაწილში არის დღე, ხოლო გაუნათებელში - ღამე. დღისა და ღამის ხანგრძლივობა დედამიწაზე, იცვლება წლის სეზონისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. მხოლოდ ეკვატორზე (წარმოსახვითი ხაზი, რომელიც აერთიანებს პოლუსებიდან თანაბრად დაშორებულ წერტილებს) არის დღისა და ღამის ხანგრძლივობა მუდამ თანაბარი. დედამიწის სხვა წერტილებში, ზაფხულში დღეების ხანგრძლივობა უფრო დიდია, ვიდრე ზამთარში. დღისა და ღამის ხანგრძლივობა ყველაზე მეტად პოლუსებზე იცვლება. იქ ზაფხულში 24 საათი დღე არის, ხოლო ზამთარში - ღამე. მხოლოდ წელიწადში 2-ჯერ, 21 მარტს და 23 სექტემბერს დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთნაირია მთელს დედამიწაზე და ის 12 სთ-ს ტოლია. ამ დღეებში, ერთნაირად ნათდება ჩრდილოეთი და სამხრეთ ნახევარსფეროები, ამ დღეებში მზე ზენიტში იმყოფება ეკვატორზე, ხოლო ტერმინატორი (სინათლისა და სიბნელის გამყოფი ხაზი პლანეტის ზედაპირზე) პოლუსებზე გადის.

დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა  თავისი წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ მობრუნებას დედამიწა 24 სდედამიწის ცალკე აღებულ წერტილში, დღისა და ღამის ხანგრძლიობას და წელიწადის სეზონებს განსაზღვრავს დედამიწის მდებარეობა მზის მიმართ. ვარსკვლავებიან ცას ერთი და იმავე დროს (მაგ., ღამის 12 სთ.-ზე) თუ დავაკვირდებით, დავინახავთ რომ, იმ ადგილზე, სადაც მზე ამოდის, თანავარსკვლავედები იცვლება. მზე აღმოსავლეთით გადადის ყოველდღიურად, თავისი ორი დიამეტრის სიგრძეზე. 1 წლის განმავლობაში, მზე შემოივლის 12 თანავარსკვლავედს ე. წ. ზოდიაქოს სარტყლს და ისევ საწყის თანავარსკვლავედთან მივა. ამის შემდეგ, ყველაფერი თავიდან იწყება.

imageგზას, რომელსაც მზე გადის ერთი წლის მანძილზე, ეკლიპტიკა ეწოდება. ეს არის მზის ხილული გზა და ამავდროულად, არის დედამიწის ორბიტის (დედამიწის გზა მზის გარშემო) პროექცია ცის სფეროზე, რადგან სინამდვილეში, მზე კი არ გადაადგილდება აღმოსავლეთით, დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო და ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა თანავარსკვლავედს მზის უკანა ფონზე. ეს იგივეა, მყარად მდგარ ბოძს რომ მოვკიდოთ ხელი სახის სიმაღლეზე და მის ირგვლივ გაშლილი ხელის მანძილზე ვიტრიალოთ. ხელისა და ბოძის მიღმა, ჩვენ სხვადასხვა საგნებს დავინახავთ. რადგან ეკლიპტიკის ხაზი დედამიწის ორბიტის პროექცია არის, დედამიწის ორბიტის სიბრტყეს, ეკლიპტიკასაც უწოდებენ.

image

დედამიწის წარმოსახვითი ღერძი ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ 66º27′ არის დახრილი და დადახრის კუთხე არასოდეს არ იცვლება.

დედამიწის ორბიტას ელიფსის ფორმა აქვს და მისი სიგრძე 940 მლნ. კმ-ია.

დედამიწა მზის ირგვლივ, საშუალოდ, 30 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს და ამ მანძილის გავლას 365 დღე-ღამეს, 6 სთ. 9 წთ. და 9 წმ.-ს ანდომებს.

დროის შუალედს, რომელიც უტოლდება მზის გარშემო დედამიწის მოქცევის პერიოდს, წელიწადი ეწოდება.
წელიწადის ხანგრძლივობა 365 დღე-ღამე და 6 საათი არის. 6-6 საათი ჯამდება და ოთხ წელიწადში ერთხელ, წელიწადში 366 დღე არის. ასეთ წელს, „ნაკიანი“ წელი ეწოდება, რომლის დროსაც, დღეების რაოდენობა თებერვლის თვეში იზრდება.

ეკლიპტიკის სიბრტყე, ზეციურ ეკვატორის სიბრტყესთან 23, 5º კუთხეს ქმნის. მზე ცის სფეროს ეკვატორის სიბრტყისა და ეკლიპტიკის სიბრტყის გადაკვეთის ღერძზე მდებარეობს. 6 თვის მანძილზე დედამიწა ცის სფეროს ჩრდ. ნახევარსფეროში იმყოფება, 6 თვე - სამხ.-ში

imageროდესაც დედამიწა ცის სფეროს ჩრდ. ნახევარსფეროში იმყოფება, მზე დედამიწის სამხ. ნახევარსფეროს უკეთესად ანათებს და ამ დროს, სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხული არის, ხოლო ჩრდ. ნახევარსფეროში - ზამთარი. და პირიქით, როდესაც დედამიწა ცის სფეროს სამხრეთ ნახევარსფეროში არის, უკეთესად ნათდება მისი ჩრდ. ნახევარსფერო. შესაბამისად, ჩრდ. ნახევარსფეროში ზაფხული არის, ხოლო სამხ. ნახევარსფეროში - ზამთარი.
დედამიწის წარმოსახვითი ღერძი ეკლიპტიკის პერპენდიკულარული რომ იყოს, დღის და ღამის ხანგრძლივობა ყველგან თანაბარი იქნებოდა. მაგრამ ის 23, 5º არის გადახრილი, ანუ ეკლიპტიკის სიბრტყესთან 66, 5º კუთხეს ქმნის. ეს კუთხე არასოდეს იცვლება, რაც დედამიწაზე დღისა და ღამის უთანაბრობას და წელიწადის სეზონების ცვლას იწვევს.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, 21 მარტს და 23 სექტემბერს, დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია. ამ დღეებშ დედამიწა კვეთს ცის სფეროს ეკვატორს და მზე ზენიტში იმყოფება დედამიწის ეკვატორზეა.
დღისა და ღამის სწორების დღეებს, ბუნიობა ეწოდება. გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს არის, ხოლო შემოდგომის - 23 სექტემბერს.
წელიწადში ორჯერ: 22 დეკემბერს და 22 ივნისს, დედამიწა ცის ნახევარსფეროებზე, ეკლიპტიკის სიბრტყიდან ყველაზე დაშორებულ წერტილებს აღწევს. ამ დღეებში, დედამიწის ერთ ნახევარსფეროში ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე არის, ხოლო მეორე ნახევარსფეროში - ყველაზე მოკლე ღამე და გრძელი დღე.

imageწელიწადის დროს, როდესაც ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე არის და პირიქით, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე არის, ნაბუნიობა ეწოდება.

ბუნიობის და ნაბუნიობის დღეები, წელიწადის სეზონების საზღვრებად არის მიჩნეული.

imageდედამიწის სფეროსებურობის, მისი წარმოსახვითი ღერძის მუდამ ერთი მიმართულებით დახრის და ორბიტის, ცის სფეროს ეკვატორული სიბრტუის მიმართ, დახრის გამო, მზის სხივები არათანაბრად ნაწილდება დედამიწაზე. ყოველივე ამან, დედამიწის ზედაპირზე, სინათლის სარტყლების ჩამოყალიბება გამოიწვია.

ყველაზე დიდი რაოდენობით სინათლე ეკვატორზე ხვდება. ეკვატორის ჩრდილოეთით და სამხრეთით, 23, 5º პარალელებზე (ეკვატორის პარალელურად გამავალი წარმოსახვითი ხაზები), წელიწადში ერთხელ, მზე ზენიტში იმყოფება. ჩრდ. ნახევარსფეროში ეს 22 ივნისს ხდება, ხოლო სამხ. ნახევარსფეროში 22 დეკემბერს. ამ პარალელებს ტროპიკები ეწოდება. ჩრდ. ნახევარსფეროში მდებარეობს კირჩხიბის ტროპიკი, ხოლო სამხ. ნახევარსფეროში – თხის რქის (ზოდიაქოების მიხედვით).

ჩრდილოეთ ტროპიკის ჩრდილოეთით და სამხრეთ ტროპიკის სამხრეთით, მზე ზენიტში არასოდეს არის. მზე ამ წრეებს შორის მიმოიქცევა. ამიტომ, მათ მოქცევის წრეებსაც უწოდებენ.
კიდევ ორი წარმოსახვითი წრე, რომელიც ავლებს საზღვარებს პოლარულ დღეებს, პოლარულ ღამეებსა და დანარჩენ სინათლის სარტყლებს შორის, გადის ორივე ნახევარსფეროს 66, 5º პარალელებზე. ეს არის პოლარული წრეები.
როდესაც მზე ჩრდ. ნახევარსფეროს ტროპიკზე ზენიტში იმყოფება, მაქსიმალურად ნათდება ჩრდ. ნახევარსფერო და ჩრდ. პოლარული წრის ჩრდილოეთში, პოლარული დღეები იწყება. ამ დროს სამხ. ნახევარსფეროში, პოლარული წრის შიგნით, პოლარული ღამეებიის დაწყების დრო დგება.
პოლუსებზე, პოლარული დღეები და ღამეები ნახევარ წელს გრძელდება. პოლარული დღე და პოლარული ღამე ეწოდება ისეთ დღეს და ღამეს, რომლის ხანგრძლივობა 24 საათზე მეტ ხანს გრძელდება.
პოლუსებიდან მოშორებით, პოლარული დღეებისა და ღამეების ხანგრძლივობა, თანდათანობით კლებულობს: ზაფხულის ნაბუნიობის დროს, 80º პარალელზე, 127 დღე-ღამის მანძილზე სულ დღე არის, 70º -ზე - 60 დღე-ღამე, ხოლო 66, 5º -ზე - 1 დღე-ღამე.
პოლარული დღეების დროს, პოლარული წრეების მახლობელ რეგიონებში, საკმაოდ ნათელი („თეთრი“) ღამეებია.
არათანაბარი განათების გამო, არათანაბრად თბება დედამიწის ზედაპირი და გამოიყოფა 5 სითბური სარტყელი, რომელთა შორის საზღვარი ტროპიკებზე და პოლარულ წრეებზე გადის:
imageI – ჩრდილოეთის და სამხრეთის ტროპიკებს შორის მდებარეობს ცხელი სარტყელი (უკავია დედამიწის ზედაპირის 40%).
II, III - ტროპიკებსა და პოლარულ წრეებს შორის, მდებარეობს 2 ზომიერი სარტყელი (უკავია დედამიწის ზედაპირის 52%).

IV, V - ჩრდ. პოლარული წრეის ჩრდილოეთით და სამხ. პოლარული წრის სამხრეთით, მდებარეობს 2 ცივი სარტყელი (უკავია დედამიწის ზედაპირის 8%).

image

image

§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის
http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის
http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/

§13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის
http://intermedia.ge/სტატია/68458-§13-მზის-და-მთვარის-დაბნელება-მთვარის-ფაზები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა/88/

§14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

http://intermedia.ge/სტატია/68720-§14-სამყაროს-მოწყობის-ორი-სისტემა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეო/88/

1
6854
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6854
  
2018, 17 სექტემბერი, 14:33
კიდევ ერთი უმაგრესი სტატია
0 1 1