ტკბილეული ვაშლის მაფინი თხილით და დარიჩინით 2011, 30 ოქტომბერი, 6:32
თორმეტი ულუფა მომზადების დრო: 20 წთ შემადგენლობა: ფქვილი-210 გ; საფუარი-1, 5 ჩ/კ; შაქარი-100გ; მარილი ¼ ჩ/კ; კვერცხი- 1ც; რძე -1/2 ჭიქა; რაფინირებული ზეთი -1/4 ჭიქა; ვაშლი- 1ც. დაჭრილი თხილი -1/2 ჭიქა . მომზადება: გააცხელეთ აერღუმელი 180 გრადუსზე. 24 ცალ მაფინზე გათვლილ ფორმას წაუსვით ცხიმი. დიდ ჯამში აურიეთ ფქვილი, საფუარი და მარილი, აურიეთ კარგად, დაამატეთ შაქარი და დარიჩინი. მეორე ჯამში ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ზეთი და რძე, ასევე ჩანგლით აურიეთ. დაამატეთ გახეხილი ვაშლი, კიდევ აურიეთ. მიღებულ მასა შეურიეთ მშრალ მასას და თხილს. ოდნავ ამოურიეთ, რათა მასა გაერთიანდეს. ცომი რბილი უნდა იყოს. ფორმები შეავსეთ 2/3-ზე და შედგით აერღუმელში. გამოაცხვეთ 20 წთ. ცომი ამოიწევს და შეწითლდება. 1789 3-ს მოსწონს
|