მოსკოველი მხატვარი ანდრეი ბუდაევი 1995 წლიდან არის დაკავებული ე.წ. პოლიტიკური პლაკატების შექმნით. ეს არის ერთგვარი კოლაჟები, რომლებითაც ავტორი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მათი შექმნისთვის მხატვარი იყენებს მსოფლიო მხატვრობის შედევრებს, რომლებზეც თანამედროვე პოლიტიკოსები და "ძლიერნი ამა სოფლისანი" ჩნდებიან. იმას, რასაც ანდრეი ბუდაევი აკეთებს, შეიძლება გაბედული პოლიტიკური სატირა ეწოდოს. მისი ყოველი ახალი გამოფენის შემდეგ არის მოლოდინი იმისა, რომ გამოფენას დახურავენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისინი საკმაო წარმატებით მიმდინარეობს და პლაკატებსაც ხშირად ბეჭდავენ. ბუდაევის ნამუშევრები გამოიფინება ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, პარიზში, ბერლინში, კოპენჰაგენში, შედის კერძო და კორპორატიულ კოლექციებში.
გთავაზობთ რამდენიმე მის ნამუშევარს რომელზეც ადვილი ამოსაცნობია ჩვენთვის ავად თუ კარგად ცნობილი პოლიტიკოსები: