x
image
ნანუშკი ნანა
ჯანმრთელობის სადარაჯოზე

image
ვარჯიში სამსახურში
ნებისმიერი სამუშაოს დროს, როგორიც არ უნდა იყოს ის,
არ მისცეთ საკუთარ სხეულს მოდუნების უფლება. ყოველ საათში ერთხელ აკეთეთ 5 წუთიანი ვარჯიშები. ნუ დაიზარებთ. სინამდვილეში ეს არც თუ ისე ძნელია. მთავარია დაიწყოთ და გარკვეული დროის შემდეგ მცნება „სამსახურში ვარჯიში“ არ იქნება თქვნთვის უცხო . თუკი სამსახური მაღალ სართულზე გაქვთ გაგიმართლათ შეგიძლიათ კიბეზე ფეხით ჩახვიდეთ და ახვიდეთ.
იყავით ადეკვაურები
ეცადეთ ყველაფერს შხედოთ ადეკვატურად, ვარჯიშები დაგეხმარებათ რომ თავი უკეთ იგრძნოთ და პოზიტივი შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში ყურადღება მიაქციეთ კვებას
ვარჯიშთან ერთად ყურადღბა მიაქციეთ თქვენს მენიუს, სამსახურიდან სახლში დაბრუნების შემდეგ პიცის შეკვეთა არც თუ ისე კარგია, ამიტომ ჯობია იკვებოთ სახლში
მომზადებული ჯანმრთელი კვებით, ეს დადებითად აისახება თქვენს ხასიათზე, თქვენ შეგიძლიათ მთელი კვირის მენიუ გაწეროთ და ასე უფრო გაგიადვილდებათ ამ ყველაფრის დაგეგმარებაimage

საუზმე
საუზმეზე მიიღეთ ნატურალური გახეხილი ხილი წვენით, აურიეთ, წვენი, რძე, ჩაი რაც თქვენ გაგიხარდებათ, რაც მთავარია არის სასარგებლო, მზადდება სწრაფად, და დაგანაყრებთ. image

არ მოგერიდოთ საკვების სამსახურში წაღება
არასოდეს მოგერიდოთ სამსახურში საკვების წაღება, გარეთ
ნაყიდი საკვები არასდროს იქნება თქვენს ორგანიზმზე მორგებული და უფრო ცხიმიანია, ან ხშირად გიწევთ ცომეულის ჭამა .
იმოძრავეთ მაქსიმალურად
ცხოვრება მოძრაობაა-მოძრაობა კი ცხოვრება, ამიტომ სამუშაოს
უმეტესი ნაწილი ეცადეთ რომ იმოძრაოთ, თუნდაც გაიარ გამოიარეთ სამუშაო ოთახში. ხშირად.
არ გატეხოთ სიტყვა
როდესაც დაგეგმავთ დღეს ან თუნდაც კვირას, თავისი ვარჯიშებიანად
და საკვების მომზადების ჩათვლით. ამ დროს გემატებათ თვითშეფასების განცდა და უკეთეს განწყობაზეც დგებით.


3
137
9-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
137
  
2015, 18 დეკემბერი, 16:33
ნანაა კარგი სტატიაა
2015, 18 დეკემბერი, 14:08
მადლობა :)
2015, 18 დეკემბერი, 13:56
როგორც ყოველთვის, ძალიან სასარგებლო!! გავაზიარე, რა თქმა უნდა :)
0 1 3