x
image
ნანუშკი ნანა
ენა, როგორც ორგანიზმის დაავადებების განმსაზღვრელი
image



როგორც ამბობენ თვალები ადამიანის სულის სარკეაო, თურმე ირკვევა რომ ადამიანის ენა კი ორგანიზმის სარკე ყოფილა, თუკი ორგანიზმში ყველაფერი რიგზე არაა ეს აუცილებლად აისახება ენაზე, მაგალითად ჯანმრთელ ადამიანს ენა ვარდისფერი და გლუვი აქვს.


ჯანმრთელი ენა


image



ფერი თანაბრად ვარდისფერია და ენა გლუვია. ეს იმის ნიშანია რომ ორგანიზმში ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და თქვენ ჯანმრთელი ხართ.



მსუბუქუ თეთრი ნადები

image

ასეთი ენა კუჭნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს, მაგრამ უფრო რომ დარწმუნდეთ რაიმე სერიოზული ხომ არ არის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მკვეთრი თეთრი ნადები

image

თუკი ნადები გაცილებით მეტია ვიდრე წინა შემთხვევაში ეს იმის მანიშნებელია რომ რომელიღაც ორგანო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ზოგიერთ შემთხვევაში კი ასეთი ენა ინფექციის მანიშნებელია.

ყვითელი ნადები

image


ყვითელი ნადები გვანიშნებს ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებების შესახებ. აგრეთვე ყაბზობის და მოუნელებლობის დროს შეიძლება იჩინოს თავი ყვითელმა ნადებმა.



ღარებით დაფარული და არათანაბრად ვარდისფერი ენა

image

ე.წ. "გეოგრაფიული ენა" კუჭნაწლავის დაავადებების მანიშნებელია. თუკი ენაზე ღარები ღრმადაა, ეს შაქრის მომატებულ დონეს აღნიშნავს სისხლში. აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.

ფერმკრთალი ენა

image


ფერმკრთალი ენა კუჭნაწლავის მოუნელებლობამ იცის, ამ დროს ადამიანს აღენიშნება ხელების და ფეხების გაციება, დაღლილობა და მუცლის შებერილობა.


მაგრამ მეტისმეტად ფერმკრთალი ენა მიუთითებს სისხლის ნაკლებობაზე, რა დროსაც ადამიანს აღენიშნება დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება და თავბრუსხვევა.

მკვეთრად წითელი ენა

image


მკვეთრად წითელი ფერი ენაზე ხშირ შემთხვევაში ორგანიზმში ინფექციის მაუწყებელია, წითელი წერტილები კი ტემპერატურის მატებას ან ანთებით პროცესზე მიგვანიშნებს.



ენა წითელი წვერით


image

ენის წვერი თავის მხრივ გულის ინდიკატორია, თუკი ენის წვერი გაწითლდა იმ შემთხვევაში როცა არაფერი გაწუხებთ ეს იმის მანიშნებელია რომ რაღაცაზე ღელავთ.

ენა რომლის გვერდებიც წითელია

image

ენის დასიება და გვერდების გაწითლება ძირითადად დიდი რაოდენობის არსებობამ იცის ორგანიზმში



იისფერი ენა

image



ასეთი ენა ძირითადად ვიტამინი B-ს ნაკლებობას მიგვითითებს ორგანიზმში, შეიძლება ასეთი ენა ჰქონდეთ ქალებს რომელთაც თვიური ციკლი აქვსთ არეული.



მოლურჯო ენა

image




ლურჯი ენა სერიოზული ნიშანია, ეს იმის მაუწყებელია რომ ორგანიზმი იღებს ნაკლებ ჟანგბადს . აგრეთვე შეიძლება იგი გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებაზე მიგვითითებდეს .



ყვითელი ენა

image

თუკი სიყვითლე დიდხანს არ გადის ეს ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებების მანიშნებელია.



მწვანე ენა

image

მწვანე ფერი ენაზე შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა მოწამვლამ, მათ შორის ალკოჰოლითაც.







0
4417
7-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
4417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0