x
image
პროფესორი
თუთაშხიას მოსაზრება

"თურმე თავხედებად იმდენნი არ იბადებიან, რამდენნიც მერე ხდებიან, ერთხელ ინსტინქტურად რომ ჩაიდენს თავხედობას და ამას მორიდებული, ხათრიანი კაცის მიმართ იზამს, ეს კაცი, თავისი ზნეობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, თავხედობას შეარჩენს. მეორედ სხვა სიტუაციაშიც შეიძლება ასე გამოუვიდეს. მესამედაც. ტუტუცი კია, მაგრამ მიხვდება, – თავხედობა ცხოვრებას აადვილებსო, და სიკვდილამდე თავხედი იქნება. ბავშვს ჰკითხეს, რა გატირებსო? გამიდის და ვტირიო!

ახლა პირიქით ვნახოთ: ტუტუცს დღეს არ დაუთმეს გზა თუ რაც არის, და თავხედობა არ გაუვიდა. ხვალაც ასე მოხდა. ეგ იქნებ ისეთსაც გადაეყაროს, რომ თავხედობისთვის მიუზღოს კიდეც. როგორი ტუტუციც უნდა იყოს ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, თავხედობაზე ხელს აიღებს და სამარემდე წესიერი კაცი იქნება.

პარადოქსია. თავხედურს თავხედი იზამს. თავხედთან კი ასე ნაზად მოქმედი საშუალებებით, ვფიქრობ, ვერაფერს გახდება კაცი. მიუხედავად ამისა, ჩემი მასპინძლის თვალსაზრისში მაინც არის ერთგვარი, ჩემთვის გაუგებარი ჭეშმარიტება და ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინება."

გუძა შელია-დათა თუთაშხიაimage

0
811
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0