სხვა ქალი საკუთარ ქორწილში კუბოში ჩაწოლილი გამოცხადდა 2015, 15 დეკემბერი, 9:07 58 წლის ქალბატონი ჯენი ბაკლესი(Jenny Buckless) უელსის საგრაფოდან(დიდი ბრიტანეთი) საკუთარ ქორწილში კუბოში ჩაწოლილი გამოცხადდა.
ქალი საკუთარ საქორწინო საზეიმო ცერემონიალზე შავ კუბოში ჩაწოლილი გამოცხადდა.კუბოზე გამოხატული იყო სიკვდილის მომკელის პირქუში გამოსახულება. პატარძლის განცხადებით ხუმრობა წარმატებული გამოდგა. სტუმრებიდან მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა ჯენის ჩანაფიქრის შესახებ, ერთი იყო მისი ბიძაშვილი, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს და მოტოციკლით მოიყვანა ჯენი კუბოსთან ერთად და მისი ქმარი, რომელიც გაგებით მოეკიდა მის ხუმრობას.მეგობრებმა და ნათესავებმა რომლებიც საქორწინო ცერემონიალს ესწრებოდნენ განაცხადეს, რომ შეშინებული და შეცბუნებულები უყურებდნენ, თუ როგორ მოიტანა საქორწინო ცერემონიალზე პატარძლის ძმამ მოტოციკლით კუბო. საიდან მოუვიდა აზრად ჯენიფერს მსგავსი ხუმრობა? შესაძლოა იქიდან, რომ პატარძალი წლების განმავლობაში მუშაობდა ბალზამირებაზე დამკრძალავ ბიუროში. 592 7-ს მოსწონს 1-ს არა
|