სისხლის სამართალი მილიარდელის შვილმა საკუთარი დედა მოკლა 2015, 15 დეკემბერი, 8:38 ![]() 12 დეკემბერს ღამის თორმეტ საათზე, სასტუმროს ადმინისტაციამ აცნობა პოლიციას იმის შესახებ, რომ მათი ერთ-ერთი მობინადრე არადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა.ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სასტუმროს დერეფანში აღმოაჩინეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ყმაწვილი.ხოლო ნომერში სადაც დებოშიორი ცხოვრობდა იპოვეს ქალის გვამი. მიცვალებულს სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.სიკვდილი ასფიქსიის შედეგად დადგა.გამოძიების ვერსიით 44 წლის ქალი დამტენის კაბელით იქნა გაგუდული. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გონზე მოსულმა ეგორ სოსინმა გამოძიებას მოუთხრო, რომ მოსკოვიდან ყაზანში სამედიცინო ტრენინგებისთვის ჩამოვიდნენ, უცნაური სახელწოდებით "კავშირი კოსმოსთან", დედამ რაღაც უცნობი ტაბლეტები მისცა, რის შემდეგაც ჰალუცინაციები დაეწყო, მას არ ახსოვს თუ როგორ ცემა და გაგუდა საკუთარი დედა. ![]() ბიზნესმენი რამდენიმე წლის წინ გაეყარა აწ გარდაცვლილ ეგორის დედას ანასტასიას.ამჟამად მილიარდელი სხვა ქალზეა დაქორწინებული. 1202 6-ს მოსწონს 1-ს არა
|