თავის მოვლა ულამაზესი ჯანეტ ქერდიყოშვილი საკუთარი სილამაზის საიდუმლოს გვიმხელს 2015, 15 დეკემბერი, 1:26
ჯანეტი მონაწილეობდა ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში", რომლის წყალობითაც მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა. როგორც ბევრი ლამაზმანი, ჯანეტიც საკმაო დროს უთმობს საკუთარ გარეგნობას. გაგიკვირდებათ, მაგრამ ძვირადღირებულ სალონებს იშვიათად სტუმრობს, ვარცხნილობას, თმასა და ფრჩხილებს თავად უვლის. ულამაზესი ჯანეტ ქერდიყოშვილი საკუთარი სილამაზის საიდუმლოს გვიმხელს. "ჩემს თავს ვუვლი, როგორც პროფესიონალური კოსმეტიკური სშუალებებით, ასევე დედის რჩევებსაც ვითვალისწინებ. სახლის პირობებში სახეს ვიწმრნდ, მჭადის ფქვილისა და ზეითუნის ზეთის ნარევით. მსგავსი პილინგი ტანსაც ძალიან უხდება. ძალიან კარგია დაფქული ყავის მარცვლებისა და ზეითუნის ზეთის ნარევი, ტანის სკრაბივითაა, კანს ატენიანებს და ლამაზ შეფერილობას აძლევს.'' ჯანეტს უკვე რამდენიმე თვეა შეზღუდული დილის რაცონი აქვს. ლამაზმანი 2-3 კოვზ მაწონს, 0, 3%-იან იოგურტს, 2 სუფრის კოვზ შვრიას და 100 გრამ ხაჭოს ერთმანეთში ურევს. ჯანეტის ყოველი დილა ასე იწყება, 12 საათზე კი ხილს ან წვენს მიირთმევს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის ყველა პროდუქტს მიირთმევს, მათ შორის ხაჭაპურსაც და ნამცხვარსაც, ოღონდ დღის პირველ ნახევარში. თუ გხდომა გვინდა, 6 საათის შემდეგ არ უნდა ვჭამოთ და ულუფებიც შევამციროთო. ჯანეტს თავშეკავებული ქალები მოსწონს, რომლებიც საზოგადოებაში თავს ჩაცმულობით კი არა, ქცევით წარმოაჩენენ. ულამაზესი ჯანეტი დაქორწინებული ჯერ არ გახლავთ. ალბათ არ გაგიკვიდებათ, თუ ვიტყვით, რომ ის ბევრისთვის სასურველი სარძლოა. ვუსურვო მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 410 3-ს მოსწონს
|