კინო აი რა მოხდა გურამ შეროზიასა და ნინი ონიანს შორის-"ქართული რეალობა" (+ფილმი) 2015, 14 დეკემბერი, 1:08
ფილმი სულ რამდენიმეწუთიანია და მისი ავტორი თავად გურამ შეროზია გახლავთ. "ქართული რეალობა"-ასე ჰქვია ახალ პროდუქტს და ფილმის შნარსი მის სახელსაც ამართლებს. "მოკლემეტრაჟიანი ფილმია, დაახლოებით 3 წუთამდე, უცებ სანახავი. რეალურად ფილმი ქართულ სტერეოტიპებზეა და კარგად ასახავს ქართული რეალობის მოძველებულ თემებს. ანუ, იმაზეა, რასაც ჩემს ბლოგში ვწერ ხოლმე. ბევრი რაღაცის მიქსია: ჩემი პოეზიის, ბლოგისრა თქმა უნდა, ფილმი სააშკარაოზე გამოვა, ნახავს ყველა, ვისაც აინტერესებს, რადგან ის ემსახურება ვიღაცეების გონების განათებას, ვისთვისაც ვარ "სატანა", "ქართველთმოძულე"..."-განმარტავს გურამ შეროზია. შეგახსენებთ რომ, ნინი ონიანი, რომელსაც ქართველ სექსსიმბოლოდ მოიხსენიებენ ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე, ის გადაცემა "ქალთა სახეები"-ის მსახიობია. ბევრს საუბრობდნენ ნინისა და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის რომანზე, რაც უბრალოდ ჭორი აღმოჩნდა. რაც შეეხება გურამ შროზიას ის პროფესიით ეკონომისტია და ლექციებს კითხულობს ილიას უნივერსიტეტში. ამის გარდა ის ერთ-ერთი პოპულარული ბლოგერია საქართველოში, რომელიც თამამად აკრიტიკებს და საზოგადოების რისხვისაგან იცავს კიდეც ცნობად სახეებს. გურამი კარგად მღერის და ცოტა ხნის წინ მუსიკალური კლიპიც გადაიღო. 883 3-ს მოსწონს
|