ნადირობა და თევზაობა მონაზონმა ნადირობისას ირემი მოკლა 2015, 13 დეკემბერი, 17:33 30 ნოემბერს ნადირობის სეზონის დაწყების პირველ დღეს კათოლიკური ეკლესიის მონაზონმა პენსილვანიიდან აიღო ხელში შაშხანა, ჩაუსაფრდა მსხვერპლს და თან ლოცულობდა, რომ მისთვის ღმერთს ირემი გამოეგზავნა.
რამდენიმე საათის შემდეგ მოთბინებამ და ლოცვამ თავის შედეგი გამოიღო. მონაზონმა მოკლა ირემი. დედაომ ფოტო "ფეისბუქზე" დაპოსტა, თან არ დაავიწყდა კომენტარის დაწერა იმის შესახებ, რომ ირმის ხორცი ორმა ოჯახმა გაინაწილა და შეჭამეს. ეს პოსტი "ფეისბუქზე" მილიონობით ადამიანმა წაიკითხა.ბევრმა ასე დაწერა-ყოჩაღ დაო! თუმცა ბევრს არ ესიამოვნა მონაზვნის ფოტო:"აბა ერთ-ერთი ცოდვაა არა ჰკლაო?". ვიღაცეებმა დაწერეს, რომ ფოტო ამაზრზენია, -და ეს იმ ადამიანების უმეტესობაა, რომელიც სულ მალე საშობაო დღესასწაულებზე მუცელს ხორცეულით ამოიყორავს. მონაზონი იძულებული გახდა "ფეისბუქიდან" ფოტო აეღო. ჰო მართლა, არ გაინტერესებთ დედაომ სად ისწავლა სროლა? როგორც აღმოჩნდა იგი ყოფილი სამხედროა.აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ვეტერანი.საინტერესოა! ვეგეტერიანელებს, ვეგანებს და ნადირობის მოწინააღმდეგეებს უყვართ მე-6 მცნების გამეორება " არ ჰკლა", თუმცა ავიწყდებათ მე-7 მცნება "არ განსაჯო". 392 6-ს მოსწონს
|