ნადირობა და თევზაობა 19 წლის გოგონა-მონადირე,რომელსაც უყვარს სურათების გადაღება მკვდარ ცხოველებთან,ანუ როგორ უნდა შეიძინო Facebook-ზე მტრები 2014, 1 ივლისი, 22:00 კენდალ ჯონსი (Kendall Jones)19 წლის მონადირეა, რომელსაც უყვარს აფრიკაში მკვდარ ცხოველებთან სურათების გადაღება.ამ გატაცების გამო მან უკვე დიდი რაოდენობით მტრების შეძენა მოასწრო Facebook-ზე და არა მარტო მანდ, საერთოდ საზოგადოებაში.
ჯონსი ამაყობს, რომ მონადირეა და თანაც ამტკიცებს, რომ აქტიური ბუნების დამცველია. გოგონა იხსნებს, რომ 9 წლისა იყო, როდესაც პირველად აფრიკაში გაემგზავრა და მაშინვე სურვილი დაებადა მოეკლა რამე..თუმცა მაშინ ძალიან პატარა იყო და იარაღის დაჭერა არ შეეძლო. 5 წლის შემდეგ იგი ხელმეორედ დაბრუნდა აფრიკაში და პირველი მსხვერპლიც მოკლა, ეს გახლდათ თეთრი მარტორქა.ნადირობას თან ვიდეოზე აღბეჭდავდა. გოგონას აკრიტიკებენ და უწოდებენ მას ავადმყოფს, რომელსაც სიამოვნებს ცხოველების დახოცვა, თუმცა ჯონსი ამ მოსაზრების კატეგორიული წინააღმდეგია და ამტკიცებს, რომ ესაა მონადირის სამართლიანი დევნა. ჯონსი ამბობს, რომ იცავს მოკლულ სპილოებს, რადგან მისი ხორცით შეიძლება დანაყდრეს მთელი დამშეული სოფელი. გოგონა აღნიშნავს, რომ მისი ნადირობა კანონიერია, მთავრობას უხდის გადასახადს, აგრეთვე ამტკიცებს, რომ ბუნების დამცველია, რადგანაც დახოცვა ხელს უწყობს ცხოველთა სელექციას. გოგონას კრიტიკოსებს არ სჯერათ მისი ზღაპრების.მათი აზრით იგი სარგებლობს განვითარებადი ქვეყნის სიღატაკით საკუთარი სიამოვნების დასაკმაყოფილებლად. 10 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ხელი facebook-ზე, რომ წაიშალოს მისი სურათები, რომელიც პირდაპირ ასახავს სისასტიკეს ცხოველების მიმართ. აგრეთვე იშუამდგომლონ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციასთან, რომ მან შეწყვიტოს აფრიკაში მტაცებელი ცხოველების უმოწყალოდ ჟლეტა. ჯერჯერობით ჯონსის facebook-ის გვერდი კვლავ მყარად დგას.მეტიც, მომავალ წელს აპირებს გააკეთოს საკუთარი ტელე-შოუ, სადაც აღწერილი იქნება მისი სანადირო თავგადასავლები. 576 7-ს მოსწონს
|