სხვა 22 წლის ახალგაზრდა ქალმა სუიციდი პიტბულების მეშვეობით განახორციელა 2015, 11 დეკემბერი, 18:06 22 წლის ახალგაზრდა დედა გადაძვრა ღობეზე სახლიდან მეზობლის უკანა ეზოში და პირდაპირ ხახაში ჩაუვარდა ორ პიტბულს.
რებეკა ჰარდის გადასარჩენად მეზობლის მამაკაცები გაისარჯნენ, თუმცა უშედეგოდ, 22 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცალა.როგორც ჰურონ პორტის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ყელის და სახის მიდამოებში. თუმცა ჰარდის ნათესავები ეჭვქვეშ აყენებენ გოგონას სუიციდს.როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონა მაღაზიიდან ბრუნდებოდა სახლში და გზის შემოკლების მიზნით გადაწყვიტა ღობეზე გადახტომა. ჰარდი თავის საქმროსთან მეთიუ გრატანთან და 18 თვის გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. "მე ვერავითარ შემთხვევაში დავუშვებ იმ ვარიანტს, რომ რებეკა იმ დღეს ტკივილს ეძებდა, მას დარჩა პატარა გოგონა...მას სურდა, რომ ჩვენ ოჯახი გვქონოდა"-განაცხადა გრატანმა. თუმცა სხვა აზრისაა გამოძიება და სამედიცინო ექსპერტი ლუბიშ დრაგოვიჩი:"ჰარდი სულ ცოტა ხნის წინ სახლიდან გამოაგდეს, იგი ადრეც ცდილობდა თავის მოკვლას.გოგონა შეგნებულად გადაძვრა ღობეზე, წინასწარ იცოდა თუ რა ხიფათში იგდებდა თავს და რა მანკიერ ძაღლებთან ჰქონდა საქმე." მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ცხოველთა კონტროლის დეპერტამენტმა ძაღლები თავშესაფარში გადაიყვანა.ჯერჯერობოთ ძაღლების პატრონის მიმართ არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ. 641 5-ს მოსწონს
|