მიმოხილვა ქალების ყველაზე სასურველი ავტომობილები 2012, 28 მაისი, 0:25 დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ იმ ავტომობილების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც ქალებისთვისაა ზედ გამოჭრილი...ვერ ვიტყვი იმას რომ ეს ავტომობილები სპეციალურად ქალებისთვისაა შექმნილი, მაგრამ ამ მანქანების მძღოლთა 80-85% სწორედ მანდილოსანია. 1). Nissan Micra - საკმაოდ დახვეწილი, ელეგანტური და ქალისთვის ზედ გამოჭრილი მანქანაა, თან ამასთან ერთად საკმაოდ იაფი და ეკონომიური ავტომობილია. 2). Wv New Beetle - ლეგენდარული “ხოჭოს'' შთამომავალი, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალებში. 3). Fiat 500 - ამ ავტომობილმა გამოსვლის დღიდანვე დაიპყრო მსოფლიო...ქალების ერთ-ერთი საყვარელი მანქანაა 4). SMarT - ქალისთვის ზედგამოჭრილი ავტომობილია 5). Hyundai i10 - დიდად არ მხიბლავს ეს ავტომობილი, მაგრამ სადაც კი შემხვედრია ან თვალი მომიკრავს მძღოლი სულ ქალია... 6). Peugeot 107 - პატარა, ელეგანტური და ლამაზი ავტომობილია..ამიტომაც დაიპყრო ქალბატონების გული..გარდა ამისა, არ შემიძლია ავღნიშნო რომ ეს პეჟოს ეს წარმატრბული მოდელი ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა და დააპროექტა...და არა მარტო ეს..აგრეთვე მოდელი 1007 რომელიც 107 მსგავსად ძალიან ელეგანტურია. 7). Alfa Romeo Mito - ჩემი აზრით ერთ-ერთი ულამაზესი ავტოა მსოფლიოში...თუმცა თავისი ძვირი ფასის გამო ხშირ მანქანად ვერ იქცა 8). Citroen C3 Plurel 9). და ბოლოს, არ შემეძლო ეს არ დამედო, რადგან საქართველოში ყველაზე პოპულარული ავტოა ქალებში MitsubiShi Pajero Io P.S. იმედია მოგეწონებათ 1740 4-ს მოსწონს
|