სხვა მოტივაცია. სწორი ვარჯიშები 2015, 8 დეკემბერი, 20:36 გინდათ ივარჯიშოთ და ვერ მოიცალეთ ვარჯიშისთვის? გინდათ რომ გქონდეთ ლამაზი სასურველი სხეული და ამაყობდეთ თქვენი თავით? ვერ მოიცალეთ გეზარებათ ან ვარჯიშისთვის დრო ვერ გამონახეთ ან არ გაქვთ ვარჯიშისთვის სასურველი პირობები?
მაშინ ერთს გეტყვით თქვენ უბრალოდ ძალიან ზარმაცი ხართ და ამ სიზარმაცეს ამართლებთ ვარჯიშისთვის საჭირო პირობების უქონლობით ან მოუცლლობით და კიდევ სამსახურიდან დაბრუნებული ძალიან დაღლილობით.
ადამიანს შეუძლია წარმოუდგენელი რამების გაკეთება თუ კი ამას მოისურვებს. რაც არუნდა დაღლილი ვიყოთ ან ძალიან გვეზარებოდეს ნუ დანებდებით, სიზარმაცე ძალიან დაგღუპავთ. გავა რამოდენიმე წელი თქვენ შეხედავთ სხვას თუ როგორ ლამაზად გამოიყურება და თქვენ იტყვით, ნეტავ არ შემზარებოდა რისთვის დავკარგე დრო მევარჯიშა, ეხლა ხომ მექნებოდა ის რაც ძალიან მინდოდა. ჩვენ გვჭირდება მოტივაცია იმისათვის რომ ყველაფრის მიუხედავად 30 წუთით მაინც ვივარჯიშოთ და მივიღოთ სასურველი შედეგი. ყოველდღე 30 წუთით სწორი ვარჯიში საკმარისია იმისათვის რომ რამოდენიმე თვის შემდეგ იყოთ კმაყოფილი თქვენი ნავარჯიშები ლამაზი სხეულით. პირველ რიგში სირბილი. 15 - 20 წუთიანი სირბილი დაეხმარება უჯრედებს გამოფხიზლებაში და თქვენი ცხიმების წვას ხელს შეუწყობს. ასევე დაგეხმარებათ სიზარმაცის დაძლევაში. ძალიან კარგი იქნება თუ კი გყავთ ძალღი და ირბინეთ მასთან ერთად. ნუ ირბენთ პირველივე დღეს გონების დაკარგვამდე. პირველ დღეს ირბინეთ ერთი წუთით. ორი დღის შემდეგ გაზარდეთ დრო ორი წუთით და ყოველ მეორე დღეს უმატეთ ერთ-ერთი წუთი. საბოლოოდ კი წუთებს ვზრდით 20 წუთამდე. არ არის საჭირო ერთი და ორი საათი სირბილი. ქვემოთ მოცემული ვიდეოებში ნაჩვენები ვარჯიშების მიხედვით ივარჯიშეთ ყოველდღე 30 წუთი და სულ რაღაც სამი თვის შემდეგ თქვენ გასაოცარ შედეგს მიიღებთ მაგრამ არ დაგავიწყდეთ ასევე სწორი კვება . მიიღეთ მხოლოდ ჯანსაღი საკვები. დიეტები და ასეთი უაზრო რაღაცეებით მხოლოდ იმას მიაღწევთ რომ დაინრგიოთ თქვენი ნერვები და ორგანიზმი გამოფიტოთ საჭირო ნივთიერებებისგან. ვარჯიში კი დაგეხმარებათ იყოთ მომხიბვლელი იყოთ მხიარული და იყოთ ენერგიული ყოველდღე. სტატიის ბოლოს გთავაზობთ ვიდეოებს გოგონებისთვის და ბიჭებისთვის რომლებიც ძალიან დაგეხმარებათ. მოტივაციისთვის კი ყოველდღე ეცადეთ უყუროთ ვიდეოებს ვარჯიშების შესახებ და ათვალიეროთ ლამაზი სხეულის მქონე ადამაინები რადგან ამით თქვენ უფრო გაგიჩნდებათ მოტივაცია ანუ სურვილი რომ ივარჯიშოთ და გახდეთ ისეთივე როგორზეც თქვენ ოცნებობთ. რჩევა: ვიდეოებში ნაჩვენები ვარჯიშებს თავიდან ყველას ერთად გაკეთებას ნუ მოინდომებთ. დასაწყისისთვის სამი კვირის განმავლობაში აკეთეთ მხოლოდ ათჯერ ყველა სახის ვარჯიში რაც ვიდეოშია ნაჩვენები. ნახეთ პირადად ჩემი ფოტოები ამ ვარჯიშებით სამი თვის შემდეგ მიღწეული შედეგი თავს ძალიან კარგად და მსუბუქათ ვგრძნობ. მომწონს ჩემი თავი და ვამჩნევ გარშემომყოფების ყურადღებას ჩემს მიმართ. თავს ვგრძნობთ თავისუფლად და ვარჯიშის შედეგად შევატყვე რომ ნერვები ძალიან დამიმშვიდდა. ვიდეო ბიჭებისთვის. პრესი დასაწყისისთვის ყველა სახის ვარჯიში მხოლოდ ათჯერ. სამი კვირის შემდეგ უმატებთ. ვიდეო ბიჭებისთვის. მხრების კუნტების ვარჯიში. დასაწყისისთვის ათჯერ სამი კვირით. ვიდეო გოგონებისთვის. ლამაზი ფეხები. დასაწყისისთვის მხოლოდ ათჯერ სამი კვირის განმავლობაში. ვიდეო გოგონებისთვის. პრესები დასაწყისისთვის მხოლოდ ათჯერ სამი კვირით. 451 11-ს მოსწონს
|