სხვა საუკეთესო გასახდომი ტრენაჟორი 2014, 23 ნოემბერი, 16:37 იმისათვის რომ ენერგიის ხარჯვა აქტიურად მიდიოდეს, პულსის სიხშირე უნდა აჩქარდეს, მაგრამ დასაშვები ნომრების ფარგლებში. თქვენ აჩქარებული პულსი სტაბილურად უნდა შეინარჩუნოთ 45-60 წუთის განმავლობაში, რადგან ცხიმის წვა 20 წუთის შემდეგ იწყება.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე საუკეთესო ტრენაჟორს რომლებიც საუკეთესოდ ეხმარებიან სპორცმენებს ცხიმების წვაში და ლამაზი სხეულის შენარჩუნებაში. სარბენი ბილიკი უნივერსალური ტრენაჟორია, რადგან მასზე ვარჯიშისას ყველა ჯგუფის კუნთების სტიმურილება და ტონუსში მოყვანა ხდება. თანამედროვე ბილიკები სხვადასვხა პროგრამის არჩევის საშუალებას იძლევა, ყველაზე ეფექტურია ინტერვალური სიარული. ახალ მოდელებს გულის შეკუმშვის კონტროლიც შეუძლიათ და გადატვირთვის შემთხვევაში ტრენაჟორი ავტომაატურად დატვირთვას შეამცირებს. სირბილი დიდ დატვირთვას საყრდენმამოძრავებელ სისტემაზე ახდენს, ამიტომაც ის არ უხდება მათ ვისაც რაიმე სერიოზული ტრავმა აქვს გადატანილი. ველოტრენაჟორი ეს ტრენაჟორი ნაკლებად ეფექტურია სარბენ ბილიკთან შედარებით, ამ ტრენაჟორზე ვარჯიშისას ან დრო უნდა გაზარდოთ ან დატვირთვის ინტესივობა. სამაგიეროდ ველოტრენაჟორზე შემცირებულია დატვირთვა ფეხის სახსრებზე. სტეპერი კიბეზე ასვლის იმიტაციას აკეთებს, კარგად ავარჯიშებს ფეხებს, განსაკუთრებით კი დუნდულების კუნთებს. სტეპერი ნაკლებად ეფექტური ტრენაჟორია ზემოთ აღნიშნულებთან შედარებით. ელიფსოიდი ყველა კიდური მოჰყავს მოძრაობაში, ელიფსოიდი ზევით მოხსენიებულ სამივე ტრენაჟორს აერთიანებს. ამ ტრენაჟორზე ხერხემლის ქვედა ნაწილზე მცირდება დატვირთვა და ეფექტურობით უდრის სარბენ ბილიკის საშუალო ინტესივობის ტემპს. ქლაიმბერი კლდეზე ცოცვის იმიტირებას აკეთებს. ძალიან ეფექტურია, მაგრამ დიდ გამძლეობას და კარგ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს 600 13-ს მოსწონს
|