სხვა მთავარია ვინმემ დაიწყოს... (იგავი) 2015, 4 დეკემბერი, 12:28
ერთი კაცი სანაპიროზე სეირნობდა და დაინახა, რომ პატარა ბიჭი ძირიდან რაღაცას იღებდა და ზღვაში აგდებდა. კაცი ბიჭუნას მიუახლოვდა და დაინახა, რომ ბავშვი წყალში ზღვის ვარსკვლავებს ყრიდა, რომლებითაც ის მთლიანად გარშემორტყმული იყო. სანაპიროზე უამრავი ზღვის ვარსკვლავი იყო, ათასობით, მილიონობით — მთელი სანაპირო ამ არსებებით იყო დაფარული რამოდენილე კილომეტრის მანძილზე. — ისინი თუ ხვალინდელ დილამდე სანაპიროზე დარჩებიან, ზღვის მიქცევა დაიწყება და დაიღუპებიან, — უპასუხა ბიჭმა, ისე რომ, თავისი საქმიანობა არ შეუწყვეტია. ბიჭმა აიღო კიდევ ერთი ვარსკვლავი, წამით დახედა, ზღვაში გადააგდო და თქვა: — არა, ჩემი მცდელობა ბევრ რამეს შეცვლის… აი, ამ ვარსკვლავისთვის. მაშინ, კაცმაც აიღო ვარსკვლავი და ზღვაში გადააგდო. შემდეგ, მათ კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა, შემდეგ, კიდევ ერთი... საღამოსთვის სანაპიროზე უამრავი ადამიანი იყო. ისინი ვარსკვლავებს ზღვაში ყრიდნენ და როდესაც მზე ამოვიდა, სანაპიროზე არცერთი ვარსკვლავი აღარ იყო. 1199 11-ს მოსწონს 1-ს არა
|