x
image
მანჩო 777
მერილინ მონროდან რიანამდე - 30 ყველაზე "ცხელი" ვარსკვლავური კაბა
image


თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში "ოსკარი" წარმოადგენდა ელეგანტური სამოსის წარმოსაჩენ ტერიტორიას, მაგრამ ერთხელაც იქ გამჭვირვალე კაბაში გამოწყობილი შერი გამოჩნდა...


image


80-იანი წლების ბოლოსათვის ეს ჩაცმულობა ზედმეტად გამომწვევი აღმოჩნდა და შერის არჩევანი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თუმცა დღეს უკვე ბევრი ვარსკვლავი იმოსება ასე.



image


რა თქმა უნდა, ვარსკვლავური მოდა "შიშველი ჩაცმისა'' შერის არ დაუმკვიდრებია. ყველა ეპოქაში არსებობდნენ სექს-სიმბოლოები, რომლებიც მზად იყვნენ დემონსტრირება მოეხდინათ თავიანთი ლამაზი სხეულისა.


1962 წელი: მერილინ მონრო და მისი ცნობილი კაბა, შეკერილი პირდაპირ მსახიობის ტანზე. სწორედ ამ კაბაში ჩაცმულმა უმღერა მონრომ იუბილარ კენედის სახელგანთქმული «Happy birthday, Mr. President».


image


ესეც კიდევ არანაკლებ ცნობილი კაბა მერილინ მონროსი, რომლითაც ის თავს იწონებდა ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან".


image


მაგრამ განსხვავება ერთია- თუ მერილინის დროს ქალი მამაკაცური სამყაროს სექსუალურ ობიექტს წარმოადგენდა, ჩვენს დროში ფემინიზმზე გამარჯვებული წითელი ხალიჩის დედოფლები უპირატესობას ანიჭებენ შიშველ ჩაცმულობას, რათა ხაზი გაუსვან თავიანთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ძალას - არც მეტი, არც ნაკლები. ამის ნათელი მაგალითია კეიტ ჰადსონი, რომელსაც ქალიშვილობის პერიოდში საშინელი კომპლექსი ჰქონდა პატარა მკერდის გამო, დღეს კი ის თამამად ახდენს დეკოლტეს დემონსტრირებას ლამის ყველა ჭიპამდე ჩახსნილ კაბაში. მსახიობი თითქოს გვეუბნება:"მე მინდა ამის ტარება, მომწონს ეს ჩაცმულობა და სულაც არ მადარდებს, რას ფიქრობთ თქვენ".


image


მრგვალფორმებიან ქალბატონებს თავიანთი წარმოდგენა აქვთ ამ საკითხზე: "გინდათ იჭორაოთ ჩემს მკერდზე ან უკანალზე? - რამდენიც გსურთ! მხოლოდ გახსოვდეთ, რომ თამაშის წესებს მე ვკარნახობ", - თითქოსდა გვეუბნებიან კიმ კარდაშიანი, ნიკი მინაჟი და ლედი გაგა.


image


მაგრამ საქმე მხოლოდ ამით როდი მთავრდება. ეჯიბრებიან რა ერთმანეთს, ვარსკვლავები სულ უფრო და უფრო ექსტრემალურ ზომებს მიმართავენ. ზოგიერთი კაბა ისე გამოიყურება, თითქოს ის ქაღალდის საჭრელ აპარატში გაატარეს, ან სექს-მაღაზიაში შეიძინეს. მაგალითისათვის მაილი საირუსის, ემბერ როუზის და როუზ მაკგოუნის " კაბებიც" გამოდგება.


image


გამოკვეთილი დუნდულები, უაზროდ დიდი ჭრილები, კაბიდან ნახევრად ამოვარდნილი მკერდი... პაპარაცებსაც მეტი რა საქმე აქვთ, გარდა იმისა, რომ დაიჭირონ და სააშკარაოზე გამოიტანონ ეს ვარსკვლავური " გამონათებები", როდესაც ურჩი კაბა ცუღლუტობს და წამიერად წარმოაჩენს ხოლმე ლამაზმანების ყველაზე ინტიმურ ადგილებს.


image


გამოდის ისე, რომ ზედმეტად პროვოკაციული კაბა მის პატრონს ხდის არა ძლიერს და თავისუფალს, არამედ ვულგარულსა და სასაცილოს, რასაც მათი თაყვანისმცემლები ჩუმად ქირქილებენ ხოლმე.


image


და კიდევ: ვარსკვლავების მეტისმეტი სექსოფილურობის უკან ცივი გათვლები და ანგარიშიანობა დგას. ლამაზმანებს სურთ რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ საკუთარი თავი, ანუ იყვნენ სხვებისაგან რაღაცით გამორჩეულნი, სხვებზე ცნობილნი. მათი მიზანია, მიაღწიონ იმას, რომ მათ ფოტოსურათებს სოციალურ ქსელებში ვირუსული პოპულარობა ჰქონდეთ, რადგან სექსზე ყოველთვის იყო და იქნება დიდი მოთხოვნილება.


image


როგორც ჩანს, რიანამ ეს კომერცია მთელი სისრულით აითვისა...


image

0
607
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0