ტენდენციები Chanel მაკიაჟის სადღესასწაულო კოლექცია 2012, 31 მარტი, 17:23 შანელის ახალი საშობაო კოლექციის სახელწოდება გახლავთ Les Scintillances de Chanel. კოლექცია გადაწყვეტილია ოქროსფერ და წითელ ფერებში, რაც სადღესასწაულო განწყობას სრულად შეეფერება. მაკიაჟის კოლექციის ფერები და ტექსტურა გამჭვირვალე და ბრჭყვიალაა, რომლითაც შექმნით მსუბუქ და მბრწყინავ იერსახეს. უფრო გამომსახველობითი იერის შექმნისთვის კი გამოგადგებათ წითელი ფერის პომადა და ლაქი. კოლექციაში შედის ასევე საკულტო არომატი Chanel N°5, რომელიც მუქი ფერის წახნაგოვან ფლაკონშია ჩამოსხმული და უფრო კომფორტულია თან სატარებლად. 793 შეფასება არ არის
|