სისხლის სამართალი კარატეს მასწავლებელი მოწაფეების თვალწინ მოკლეს(ვიდეო) 2015, 1 დეკემბერი, 16:22 სარატოვის № 62 ლიცეუმში მოხდა საზარელი შემთხვევა.კარატეს გაკვეთილის დროს სპორტულ დარბაზში შემოვარდა მამაკაცი იარაღით და მწვრთნელს ესროლა.მის გარდა დამნაშავემ იქვე მყოფი ორი მშობელი დაჭრა, რომელბიც კარატეს გაკვეთილს ესწრებოდნენ.მკვლელობის დროს დარბაზში ათეულობით ბავშვი იმყოფებოდა.
წინასწარი გამოძიების თანახმად კარატეს მასწავლებელი აზამატ ნორმანოვი მოკლა ერთ-ერთი მოწაფის მშობელმა. როგორც გაირკვა 17 წლის გოგონამ მამას შესჩივლა, რომ მასწავლებელმა დაარტყა, სხვა ინფორმაციით მწვრთნელის უხერხული ილეთის გამო გოგონას სისხლჩაქცევები ჰქონდა სხეულზე. სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა კარატეს ინსტრუქტორი აზამატ ნორმანოვი, ხოლო 37 და 43 წლის მამაკაცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიება მკვლელის დაკავების მიზნით, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ დაღესტნიდან არის. 1502 7-ს მოსწონს
|