x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ოთხი ცოლი (იგავი)

ოთხი ცოლი


ერთ სულთანს ოთხი ცოლი ჰყავდა. ყველაზე მეტად მას თავისი მეოთხე ცოლი უყვარდა – ყველაზე ახალგაზრდა და მოსიყვარულე. მას ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდა, აღმერთებდა და ყველანაირად უფრთხილდებოდა, ცივ ნიავსაც არ აკარებდა.
მას თავისი მესამე ცოლიც უყვარდა – ის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა და როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიოდა, ყოველთვის თან მიჰყავდა, რომ ყველას ენახა, თუ როგორი ლამაზი ცოლი ჰყავდა. მაგრამ ეშინოდა, რომ ერთხელ, ის მიატოვებდა და სხვასთან წავიდოდა.
სულთანს მეორე ცოლიც უყვარდა – ეშმაკი და ინტრიგებში გამოცდილი. ის მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო, ყოველთვის ჭკვიანი, კეთილმოსურნე და მომთმენი. როდესაც სულთანს რამე პრობლემა ჰქონდა, ყველაფერს მეორე ცოლს უყვებოდა და ისიც ეხმარებოდა, რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში.
პირველი ცოლი ყველაზე ასაკოვანი იყო და ის სულთანს გარდაცვლილი ძმისგან ერგო მემკვიდრეობაში. ქალი ქმრის ერთგული იყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ როგორც სულთნის, ისე მთელი ქვეყნის ქონება დაეცვა და გაეზარდა. მიუხედავად ამისა, სულთანს არ უყვარდა თავისი პირველი ცოლი და მას ყურადღებას არ აქცევდა.
ერთხელ სულთანი ავად გახდა. იწვა და ფიქრობდა თავის მიერ განვლილ ცხოვრებაზე, ფუფუნებაზე, სიყვარულზე: «ეხლა მე ოთხი ცოლი მყავს, მაგრამ როდესაც მოვკვდები, მარტო დავრჩები», გაიფიქრა და მეოთხე ცოლს უთხრა:

– მე შენ ყველაზე მეტად მიყვარდი, ყველაფერს საუკეთესოს გაძლევდი, განსაკუთრებით გიფრთხილდებოდი. ეხლა, როდესაც ვკვდები, შენ მზად ხარ, რომ ჩემთან ერთად მიცვალებულთა სამეფოში წამოხვიდე?
– არც იფიქრო! – უპასუხა მეოთხე ცოლმა და წავიდა.

მისმა სიტყვებმა გული მოუკლას სულთანს.
დამწუხრებულმა მესამე ცოლს უთხრა:
– მე აღფრთოვანებული ვიყავი შენით, მას შემდეგ, რაც გაგიცანი. ეხლა, როდესაც ვკვდები, შენ თანახმა ხარ გამომყვე ჩრდილების სამეფოში?
– არა! – უპასუხა მესამე ცოლმა. – ცხოვრება ისეთი მშვენიერია! როდესაც შენ მოკვდები, ვფიქრობ, რომ გავთხოვდები!
სულთანმა მოიწყინა – ასეთი ძლიერი გულისტკივილი, ადრე არასდროს განუცდია მას. მაშინ სულთანმა თავის II ცოლს უთხრა:
– მე შენთან ყოველთვის მოვდიოდი, როდესაც მიჭირდა. შენ კი ყოველთვის მეხმარებოდი და ჩემთვის საუკეთესო მრჩეველი იყავი. ეხლა, როდესაც ვკვდები, შენ მზად ხარ გამომყვე იქ, სადაც ფერმკრთალი ჩრდილები კვნესიან, ლოცულობენ და წყალობას ითხოვენ?
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ამჯერად, ვერ დაგეხმარები, - უპასუხა II ცოლმა.– ყველაზე დიდი, რაც შემიძლია შენთვის გავაკეთო – შენი ღირსეულად დამარხვა არის.
მისმა ასეთმა პასუხმა განგმირა სულთანი, ისე როგორც 1000 მეხის დაცემას შეეძლო ამის გაკეთება. ამ დროს ხმა შემოესმა:
– მე წამოვალ შენთან ერთად და ბოლომდე გამოგყვები იქ, სადაც წახვალ!
სულთანმა იქით გაიხედა, საიდანაც ხმა მოდიოდა და თავისი I ცოლი დაინახა. ის მწუხარებისგან იმდენად იყო დაუძლურებული, რომ ძლივს იცნო და ნანახით შეძრწუნებულმა, ჩაილაპარაკა:
– მე უკეთესად უნდა მოგქცეოდი, ვიდრე შემეძლო ამის გაკეთება!
ყოველ ჩვენგანს 4 ცოლი ჰყავს:

ჩვენი IV ცოლი – ჩვენი სხეულია. არა აქვს მნიშვნელობა რამდენ დროს და ენერგიას ვკარგავთ, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ – ის ჩვენ მიგვატოვებს, როდესაც გარდავიცვლებით.

ჩვენი III ცოლი – ჩვენი კარიერა, ფული, სიმდიდრე, საზოგადოებრივი მდგომარეობა არის. როდესაც წავალთ ამ ქვეყნიდან, ეს ყველაფერი სხვისი საკუთრება გახდება.

ჩვენი II ცოლი – ჩვენი ოჯახი და ნათესავები არიან. მნიშვნელობა არა აქვს რამდენად ხშირად გვეხმარებოდნენ აქ. სიკვდილის შემდეგ, ყველაზე დიდი, რაც მათ შეუძლიათ რომ გაგვიკეთონ – სამარის კარამდე მიცილებაა.
ჩვენი I ცოლი – ეს ჩვენი სულია, რომელსაც ხშირად იგნორირებას ვუკეთებთ წარმატებას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და სიამოვნებას გამოკიდებულები. მაგრამ მიუხედავად ამისა, სული ერთადერთია, ვინც ყოველთვის თან გვახლავს, სადაც არ უნდა წავიდეთ.

ამიტომ, ვიზრუნოთ სულზე, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის. დავიცვათ და განვავითაროთ, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვაქვს...

0
1172
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0