x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოსამსახურე, პრინცესა თუ დედოფალი? ფსიქოლოგიური ტესტი

მოსამსახურე,  პრინცესა და დედოფალი

ყველა ქალი სულში – ერთდროულად არის მოსამსახურე, პრინცესა და დედოფალი. და საქმე ასაკში და მატერიალურ მდგომარეობაში არ არის. მთავარი ის არის – თქვენ როგორ ხედავთ საკუთარ თავს, რა აზრებს იზიარებთ და საკუთარ თავს რაში არწმუნებთ. აქ მოცემულია სახუმარო გიდ-ტესტი, რომელიც საკუთარ თავში გარკვევის შესაძლებლობას მოგცემთ:

* მოსამსახურეები ოცნებობენ კეთილ ფერიაზე, პრინცესები – პრინცებზე, დედოფლები არ ოცნებობენ, ისინი მოქმედებაზე გადადიან.
* მოსამსახურეებს სჯერათ, რომ საოცრებები ხდება, პრინცესებისთვის მართლაც ხდება, დედოფლები საოცრებებს თავად ახდენენ.
* მოსამსახურეები სუსტები არიან, მაგრამ თავს ძლიერად აჩვენებენ, პრინცესები ძლიერები არიან, მაგრამ სუსტებად ჩანან, დედოფლები ნიღბებს არ ატარებენ.
* მოსამსახურეები წინასწარ მოდიან, პრინცესები ყოველთვის იგვიანებენ, დედოფლები ყოველთვის დროზე მობრძანდებიან.
* მოსამსახურეები ყველაფერში თავს იდანაშაულებენ, პრინცესები – სხვას ადანაშაულებენ, დედოფლები დასკვნებს აკეთებენ.

* დრაკონებს მოსამსახურეები არ აინტერესებთ, დრაკონები პრინცესებს ჭამენ, დედოფლებთან დრაკონები მეგობრობენ.
* იმიტომ, რომ, მოსამსახურეებს დრაკონები არ აინტერესებთ, პრინცესებს მათი ეშინიათ, ხოლო დედოფლები მათ ათვინიერებენ.

* მოსამსახურეები ვერასოდეს იგებენ, პრინცესები არასოდეს აგებენ, დედოფლებისთვის კონკურენცია მიუღებელი არის.
* მოსამსახურეები, მაშინაც კი, როდესაც ლამაზები არიან, თვლიან რომ შეუხედავები არიან, პრინცესები, მახინჯებიც კი, თვლიან რომ ლამაზები არიან, დედოფლებს არა აქვთ იმის დრო, რომ საკუთარი თავი სარკეში შეაფასონ.

* მოსამსახურის შეუმჩნევლობა შეიძლება, პრინცესის არშემჩნევა არ შეიძლება, დედოფლის არ შემჩნევა არ შეიძლება, თუ ეს მას სურს.

* მოსამსახურეები მორჩილები არიან, პრინცესები ჭირვეულები, დედოფლები დისციპლინირებულები.
* მოსამსახურეებს შექების მიღება უნდათ, პრინცესებს – ყურადღების, დედოფლებს – გამოცდილების.
* მოსამსახურე დამცირებას ეგუება, პრინცესა აუცილებლად შურს იძიებს, დედოფლის დამცირება შეუძლებელია.
* მოსამსახურეებს უყვართ, პრინცესები სიყვარულის უფლებას აძლევენ, დედოფლები არასოდეს ფიქრობენ – ვინ ვის.
* მოსამსახურეებს ყველაფერი ესმით და ითმენენ, პრინცესებს მხოლოდ ის ესმით, რაც უნდათ, დედოფლებს ყველაფერი ესმით და მიდიან.

* მოსამსახურეებს არ შეუძლიათ რამის მოთხოვა, პრინცესებმა ლოდინი არ იციან, დედოფლებმა იციან, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
* მოსამსახურეებს არ უნდათ რომ დიდები გახდნენ, პრინცესებს არ უნდათ რომ მოხუცდნენ, დედოფლებმა იციან, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
* მოსამსახურეები სამყაროს შავ ფერებში ხედავენ, პრინცესები – ვარდისფერში, დედოფალები – შავში, ვარდისფერში და ყველა დანარჩენ ფერში.
* მოსამსახურეებთან ურთიერთობა ადვილი არის, პრინცესებთან – რთული, დედოფლებთან – საინტერესო.
* მოსამსახურეობა რთული არის, პრინცესობა – ადვილია, დედოფლობას, უკიდურეს შემთხვევაში, აზრი აქვს.

1
217
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
217
  
2015, 1 დეკემბერი, 13:59
უფრო მოსამსახურე, თუმცა რაღაც პრინცესობის ელემენტებიც მქონია:))) ძალიან სახალისოა.
0 1 1