კინო გარდაიცვალა ლეგენდარული რეჟისორი ელდარ რიაზანოვი 2015, 30 ნოემბერი, 10:36
გუშინ მოსკოვში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული კინო-რეჟისორი ელდარ რიაზანოვი.რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წუხელ მისმა ნათესავებმა გაავრცელეს.
რეჟისორი საავადმყოფოში 21 ნოემბრიდან იმყოფებოდა, თუმცა მკურნალობის კურსს მანამდეც რამდენჯერმე გადიოდა.ექიმებმა კვლევის შედეგად ლეგენდარულ რეჟისორს ფილტვებში სითხე აღმოუჩინეს.იგი ხელოვნური სუნთქვის მართვით აპარატზე იყო შეერთებული. ლეგენდარული რეჟისორი დაიბადა 1927 წლის 18 ნომბერს ქალაქ სამარაში.1950 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში, შემდეგ — „მოსფილმში“. რეჟისორმა შექმნა ისეთი კომედიური კინოშედევრები, როგორებიცაა „საკარნავალო ღამე“ (1956)."ჰუსარული ბალადა"(1962) „გაუფრთხილდი ავტომობილს“ (1966), „წარმატების ზიგზაგი“ (1968), „იტალიელების არაჩვეულებრივი თავგადასავალი რუსეთში“ (1973), "ბედის ირონია, ანუ გაამოთ (1975), „სამსახურებრივი რომანი“ (1977) „ავტოფარეხი“ (1979), "ვაგზალი ორისთვის"(1982) და სხვა. მისი ბოლო ნამუშევარი გახლდათ "საკარნავალო ღამე-2"(2006). ელდარ რაიაზანოვს მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.(1984) იყო სახელმწიფო პრემიის ლაურეატი(1977) და ძმები ვასილევების სახელობის პრემიის ლაურეატი.(1979) 2014 წელს რეჟისორმა ხელი მოაწერა უკრაინელი კოლეგების წერილს, სადაც დაგმო რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში. 277 2-ს მოსწონს
|