x
image
პერსეპოლისი
კურკუმა - უნიკალური სანელებელი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
imageკურკუმას (ყვითელი კოჭა) სამშობლოდ, რომელიც ბალახისებრთა სახეობის მცენარეთა რიგს განეკუთვნება, ინდოეთი ითვლება. ის იზრდება 1 მეტრზე დაბალი სიმაღლის და არის მრავალწლიანი მცენარე. მას აქვს ნარინჯისფერი ფესვები. სწორედ მის ფესვებს რეცხავენ, შემდეგ ხარშავენ და ახმობენ. გამხმარ ფესვებს კი წვრილად აქუცმაცებენ ან ფქვავენ. ინდოელები კურკუმას უკვე რამდენიმე ათასი წელია რაც იყენებენ თავის რაციონსა და აფთიაქში.

ეს საოცარი მცენარე ბუნებრივ ანტიბიოტიკია. სამედიცინო პრეპარატებისგან განსხვავებით კურკუმა მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს და ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. კურკუმას შემადგენლობიდან და მასში შემავალი მინერალებისა და ვიტამინებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება რეკომენდირებულია 6 წლის ასაკიდან და მას არანაირი უკუჩვენება არ ახასიათებს. ის შეიცავს B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K ვიტამინებს. მინერალებიდან მის შემადგენლობაში შეხვდებით: ცინკს, სელენს, სპილენძს, მარგანეცს, რკინას, ფოსფორს, ნატრიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს. მისი სამკურნალო და ანტიბაქტერიული თვისებები კი გამომდინარეობს კურკუმინიდან,
რაც ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ძლიერი ანტიოქსიდანტია, რითაც ის იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური წარმონაქმნებისგან, და ეხმარება ორგანიზმს კიბოსთან ბრძოლაში. ის ასევე არის ანტიბაქტერიული საშუალება.

დედამიწაზე არ არსებობს სხვა მსგავსი ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც ასე
ეფექტურად ებრძვის ანთებებსა და სხვადასხვა წარმონაქმნებს. ის გამოიყენება ნებისმიერი დაავადებისა და ვირუსის დროს. ასევე, ეფექტურია ყველანაირი ჰეპატიტის წინააღმდეგ და დადებითად მოქმედებს ღვიძლზე. აღსანიშნავია, რომ მას გამოიყებენენ ასევე ორგანიზმის გასაწმენდადაც. რეცეპტი კი ძალზედ მარტივია: გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და ჩაის კოვზის წვერი კურკუმის ფხვნილი 1 ჭიქა თბილ რძეში და
მიირთვით დაძინებამდე 2 საათით ადრე.


* ეფექტრურია ჭარბცხიმიანობის მკურნალობისას.

* კარგად აჩერებს სისხლდენებს. ჭრილობაზე კურკუმას ახალი ფესვის დადება ბუნებრივად და შრამების გარეშე ახორცებს მას.


* სპორტულ მედიცინაში კურკუმაზე დამზადებული გელები კარგად ხსნიან კუნთების და მყესების დაჭიმვებს.

* მისი გამოყენება კარგია ხველების დროსაც.

* აქვს ნაღვლმდენი და ნაღველწარმომქნი ზემოქმედება.

* დაბლა წევს კუჭის სიმჟავეს.

* ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

* ეხმარება ორგანიზმს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში.

* ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას.

* კურკუმა მდიდარია რკინით ამიტომ ის შეუცვლელია ანემიის დროს.


კურკუმას დადებითი თვისებების ბოლომდე ჩამოთვლა შეუძლებელიც კი არის.


მისი მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ კერძთან ერთად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისი დიდხანს ხარშვა არ შეიძლება. დაამატეთ ბოლოს.


კურკუმას საუკუნეებია, რაც კოსმეტიკაშიც გამოიყენებენ და სახის მოვლის ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებადაც ითვლება.

კურკუმას მიღებას ნუ დაიწყებთ თვითნებურად, თუ რაიმე მძიმე და ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. ასევე, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს არ მიიღოთ დიდი რაოდენობით. არ მიიღოთ უშუალოდ ძილის წინ რადგან ააქტიურებს და აღაგზნებს ნერვულ სისტემას. არ არის რეკომენდებული მათთვის ვინც ალერგიით არის დაავადებული. ასევე, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებისას. ორსულობის დროს კი
არ უნდა მიიღოთ დიდი დოზებით.


0
8217
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
8217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0