ფიტოთერაპია კურკუმა - უნიკალური სანელებელი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად 2015, 30 ნოემბერი, 0:24 ![]() რაც ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ძლიერი ანტიოქსიდანტია, რითაც ის იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური წარმონაქმნებისგან, და ეხმარება ორგანიზმს კიბოსთან ბრძოლაში. ის ასევე არის ანტიბაქტერიული საშუალება. დედამიწაზე არ არსებობს სხვა მსგავსი ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც ასე ეფექტურად ებრძვის ანთებებსა და სხვადასხვა წარმონაქმნებს. ის გამოიყენება ნებისმიერი დაავადებისა და ვირუსის დროს. ასევე, ეფექტურია ყველანაირი ჰეპატიტის წინააღმდეგ და დადებითად მოქმედებს ღვიძლზე. აღსანიშნავია, რომ მას გამოიყებენენ ასევე ორგანიზმის გასაწმენდადაც. რეცეპტი კი ძალზედ მარტივია: გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და ჩაის კოვზის წვერი კურკუმის ფხვნილი 1 ჭიქა თბილ რძეში და მიირთვით დაძინებამდე 2 საათით ადრე. * ეფექტრურია ჭარბცხიმიანობის მკურნალობისას. * კარგად აჩერებს სისხლდენებს. ჭრილობაზე კურკუმას ახალი ფესვის დადება ბუნებრივად და შრამების გარეშე ახორცებს მას. * სპორტულ მედიცინაში კურკუმაზე დამზადებული გელები კარგად ხსნიან კუნთების და მყესების დაჭიმვებს. * მისი გამოყენება კარგია ხველების დროსაც. * აქვს ნაღვლმდენი და ნაღველწარმომქნი ზემოქმედება. * დაბლა წევს კუჭის სიმჟავეს. * ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. * ეხმარება ორგანიზმს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში. * ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას. * კურკუმა მდიდარია რკინით ამიტომ ის შეუცვლელია ანემიის დროს. კურკუმას დადებითი თვისებების ბოლომდე ჩამოთვლა შეუძლებელიც კი არის. მისი მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ კერძთან ერთად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისი დიდხანს ხარშვა არ შეიძლება. დაამატეთ ბოლოს. კურკუმას საუკუნეებია, რაც კოსმეტიკაშიც გამოიყენებენ და სახის მოვლის ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებადაც ითვლება. კურკუმას მიღებას ნუ დაიწყებთ თვითნებურად, თუ რაიმე მძიმე და ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. ასევე, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს არ მიიღოთ დიდი რაოდენობით. არ მიიღოთ უშუალოდ ძილის წინ რადგან ააქტიურებს და აღაგზნებს ნერვულ სისტემას. არ არის რეკომენდებული მათთვის ვინც ალერგიით არის დაავადებული. ასევე, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებისას. ორსულობის დროს კი არ უნდა მიიღოთ დიდი დოზებით. 8223 6-ს მოსწონს
|