შოუბიზნესი ეთერ კაკულიას 1-ლი დაბადების დღე, ეთოს გარეშე 2015, 29 ნოემბერი, 21:25 2015 წლის 29 ნოემბერს ქართველი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო და რჩეულ მომღერალს, ეთერ კაკულიას 73 წელი შეუსრულდებოდა, ამ თარიღთან დაკავშირებით გრანდიოზული მუსიკლაური ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა ფოთში, ფოთის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნის ფორმატშიც, მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნული ღონისძიება ამ თარიღისთვის ვერ შედგა.
პირველი დაბადების დღე მის გარეშე, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მისი სახელობის პატარა ჩიხის გახსნით აღნიშნეს, რომელიც ავლაბარში, ქეთევან წამებულის 63 ნომრის პარალელურ ჩიხთან შედგა (ადრე ამ ქუჩას ზურა ანჯაფარიძის სახელი ერქვა), თბილისის საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას მადლობით შეხვდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები, თუმცა ჩვენი როგორც ჟურნალისტების სუბიექტური აზრი აბსოლუტურად სხვაა და ვფიქრობთ, რომ ქ-ნი ეთერის სახელობის ქუჩის გახსნა იმ ტერიორიაზეც შეიძლებოდა (საბურთალოზე, დოლიძის ქუჩის მიდამოებში) სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცხოვრობდა, მაგალითად იგივე - ლიახვის ქუჩა. ყოფილი ანჯაფარიძის ქუჩის მოსახლეები გაკვირვებულები იყურებოდნენ თავიანთი სახლების წინ შეკრებილი ამდენი ცნობადი სახის დანახვისას და გულდაწყვეტით ამბობდნენ - ვინმეს ეთქვა მაინც, თუ დღეს ჩვენი საყვარელი მომღერლის სახელობის ჩიხს ვხსნიდით, ქუჩას მაინც დავალაგებდით, გაყვითლებულ ფოთლებს მაინც გავიტანდით და დავგვიდითო, - უხერხულად გრძნობდა თავს ეთერ კაკულიას შემოქმედების დამფასებელი ძირძველი ავლაბრელი. მცირე შეკრების შემდეგ, ოჯახის ახლობლებმა ეთერ კაკულიას სასაფლაოზე, ვაკეში გადაინაცვლეს და ქართული წესების დაცვით წაუქციეს ჭიქა გარდაცვლილს, მისაგებებლიც მიაგეს, გაიხსენეს და დაბადების დღე მიულოცეს ქართველებისთვის გამორჩეულად საყვარელ ადამიანს. ქ-ონ ეთერ კაკულიას სახელის უკვდავსაყოფად კი, საქართველოს მუსიკლაური დაჯილდოების „მეგას“ ცერემონიალის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა 2015 წლის 13 დეკემბრიდან (მაშინ, როცა მე-16 „მეგა“ იმართება) დააწესოს სპეციალური ნომინაცია „ეთოს მეგა“ - „წლის პოზიტივი“ რომელსაც ყოველ კონკრეტულ წელს შესაბამისად, რომელიმე ქართველ ხელოვანს გადასცემენ - წელს „ეთოს მეგას“ კლუბ „ტრიმფში“ მისი ოჯახის წევრები გამოავლენენ და ვინ მიიღებს პირველად ამ წოდებას 13 დეკემბერს ყველა ერთად გავიგებთ. 272 1-ს მოსწონს
|