x
image
beko777
„Ménage a trois ან ნახვამდის, წარსულო“ - იუნა შაფათავას alter ago

imageეს ქალბატონი სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტის სტატუსით სარგებლობს, რასაც ასევე სკანდალურად ცნობადი მსახიობის იმიჯიც თან ერთვის და ალბათ ცოტამ თუ იცის რეალურად იუნა შაფათავს სახის მიღმა დანახული - იუნა შაფათავას შესახებ, ალბათ ქართული ბუნებიდან გამომდინარე - დააჯერო ადამიანები იმაში რაშიც გინდა, რომ დააჯერო - რთულია, რადგან საქართველოში ყველას უყვარს ჭორაობა, ყველას უყვარს ლაპარაკი, ლაპარაკი, ლაპარაკი და ამ ლაპარაკზე აზრის დატანება - ეზარებათ.


იუნა ვერ გაექცა სკანდალური ქალის იმიჯს და მანაც გამოსავალი იპოვა - ეცადა ეს იმიჯი სათავისოდ მოერგო, გამოუვიდა კიდეც... პირველი შედეგი მისი წიგნია, რომელსაც ასე ქვია „Ménage a trois ან ნახვამდის, წარსულო“ - მართალია რა საჭიროა ეს ორი სათაური გაუგებარია :) მაგრამ მთავარი ისაა, რომ წიგნი იუნა შაფათავას დოკუმენტური ნაშრომი უფროა, ვიდრე ლიტერატურულ-მხატვრული ნაწარმოები.
ავტორი ამბობს, რომ წიგნი წასაკითხად იმდენად საინტერესოა, რამდენადაც მასში რეალურად მომხდარი მოვლენებია ასახული, მოვლენები რომელიც მისი ცხოვრების გარშემო ვითარდება, რაც თავისთავად წიგნს სასურველ საკითხავად აქცევს.


imageიუნამ კლუბში URBAN აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია გამართა, შეკრიბა ჟურნალისტები, მეგობრები და საღამოს ლიტერატურული ფორმატი მოარგო, სადაც ახალგაზრდა პოეტები საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ, თავად იუნამ კი თავისი სიმღერაც კი შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის უამრავ ცნობად სახეს შენიშნავდით - გია ჯაჯანიძეს, ლალი მაროშკინას, გიორგი ყიფშიძეს, ხატია წერეთელს და სხვებს, რომლებმაც იუნას წიგნი ადგილზე შეიძინეს და ზედ ავტოგრაფებიც დაატანინეს ავტორისგან. რათქმაუნდა იყო ბევრი მუსიკა, ბევრი გართობა, ხალისობა და ბოლოს - დამაგვირგვინებელი მარწყვის დიდი ტორტი...


უდაოდ აღნიშვნის ღირსია იუნას მაქსიმალური ყურადღებიანობა თითოეული სტუმრის მიმართ, რომლის გამოჩენასაც ის მთელი მონდომებით ცდილობდა... და გამოსდიოდა კიდეც. კმაყოფილი და დადებითი ემოციებით სავსე სტუმრები გვიან დაიშალნენ.

0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0