შოუბიზნესი ეკა კვალიაშვილის საღამო „საბატონში“ 2015, 28 ნოემბერი, 0:47 ქართულმა რესტორნებმა და მათმა სცენამ, ქართველი მომღერლებისთვის დიდიხანია დიდი სცენა პატარათი ჩაანაცვლა, ეს ახალი ამბავი აღარაა, მას შემდეგ რაც სახელმწიფოსთვის ქართული ხელოვნებისა და კულტურის საესტრადო, სამუსიკო მიმდინარეობა პრიორიტეტული აღარა და ერს ჯაზს და მასთან გათანაბრებულ „პრიორიტეტულ“ მუსიკას ასმენინებენ, თუნდავ გა-ჯაზებული ყანჩელის მუსიკის სახით - ალბათ კარგი იქნებოდა, რომ ისეთ მომღერლებს, როგორიც ეკა კვალიაშვილია მოღვაწეობისთვის მეტი არეალი, სივრცე და საშუალება ჰქონდეს.
ამჯერად ქართული ესტრადის რეალურად ვარსკვლავმა - ეკა კვალიაშვილმა რესტორან „საბატონში“ უმასპინძლა თავისი მსმენელის ნაწილს და დამსწრე საზოგადოებას უმაღლესი კლასის კონცერტი აჩუქა 27 ნოემბერს. 258 2-ს მოსწონს
|