ფოტოგრაფია «ზიგფელდის გოგონები» ანუ XX საუკუნის დახვეწილი ეროტიკა 2015, 28 ნოემბერი, 12:12 «ზიგფელდის სიგიჟე» (англ. Ziegfeld Follies) — იყო თეატრალური დადგმების სერია, რომელიც ბროდვეიზე 1907-დან 1931 წლამდე იმართებოდა. დადგმების რეჟისორი ცნობილი ამერიკელი კონფერანსიე ფლორენს ზიგფელდი (Follies Ziegfeld) იყო, რომელიც პარიზის ფოლი-ბერჟერის ვარეტეს შოუთი იყო შთაგონებული და მეუღლის რჩევით გადაწყვიტა მსგავსი შოუ ნიუ-იორკში დაედგა. «ზიგფელდის სიგიჟე» ძალიან ფერადოვანი შოუ იყო, რაღაც საშუალო, ბროდვეიზე დამკვიდრებულ შოუებსა და უმაღლესი კლასის ვოდევილებს შორის. ამ დადგმებში ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ივ არდენი, ჯოან ბლონდელი, ლუიზა ბრუკსი, მერიენ დევისი, ბესი ლავი, ბარბარა სტენვიკი და ოლივ თომასი. ყველა მსახიობს ვინც შოუში მონაწილეობდა, მაშინ და შემდეგაც «ზიგფელდის გოგონების» ზედმეტსახელით მოიხსენიებდნენ. გემოვნებიანი მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და ულამაზესი და ძვირადღირებული კოსტუმები – ეს ის იყო, რაც წლების მანძილზე იზიდავდა მაყურებელს. და ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები იქნებოდა, რომ არა ჩეინ ჯონსტონის ფოტონამუშევრები, რომლებშიც გასული საუკუნის 20-იანი წლების დახვეწილი ეროტიკა იკითხება. ალფრედ ჩეინ ჯონსტონი ყოველთვის ოცნებობდა ფოტოგრაფის კარიერაზე. დაამთავრა რა, უმაღლესი სასწავლებელი, მხატვარ-პორტრეტისტად დაიწყო მუშაობა. მაგრამ, დაბალი ანაზღაურება ჰქონდა და ეკონომიურად ძალიან უჭირდა. 1917 წელს გაუმართლა, ზიგფელდი გაიცნო და მასთან კონტრაქტი გააფორმა 15 წლით. ახალგაზრდა ფოტოგრაფს, შოუში მონაწილე მსახიობებისთვის ფოტოსესიების ჩატარება და ასევე, მაღალი წრის წვეულებებზე დასწრება და სურათების გადაღება ევალებოდა შოუს საგაზეთო რეკლამებისთვის. ჟან აკერმანი ლილიან ბონდი ევა ბრედი ვივიენ პორტერი მირნა დარბი 1960 წელს, თავისი ცნობილი ნამუშევრების 245 ფოტო, სერიიდან – "ზიგფელდის გოგონები", ჩეინ ჯონსტონამ ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკას აჩუქა. ფრიდა მაიერსი ალისა უილკი მარიონ ბენდა ბილი დავი მურიელ ფინლი ენ ლი პატერსონი
ვივიანა პორტერი მარი სტივენსი ანა ბაკლი მერი პიკფორდი ბარბარა სტენვიკი ვირჯინია ბიდლი მერი ელის რაისი რუთ ეთინგი ბლანშ სატჩელი მარია ლანგე ფლორენცია დაფი ოლივია ბრედი ჯოან ასკერმანი 1144 5-ს მოსწონს
|