სხვა აირჩიეთ რომელი ნახატი გგავთ ყველაზე მეტად და გაიგეთ რომელია თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე 2015, 26 ნოემბერი, 14:38 გთავაზობთ ძალიან საინტერესო ტესტს, რომელიც გიჩვენებთ თუ რომელია თქვნი ხასიათის ყველაზე ძლიერი მხარეები.
თქვენს წინაშეა ადამიანის 8 გამოსახულება, რომლებიც შექმნილია მარტივი გეომეტრიული ფიგურებისგან: სამკუთხედისგან, წრისგან და კვადრატისგან. აირჩიეთ ის გამოსახულება, რომელთანაც ყველაზე მეტად მოახდენთ საკუთარი თავის აოცირებას, შემდეგ კი წაიკითხეთ შედეგები. შედეგები: 1. "მმართველი" ჩვეულებრივ, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ მმართველობისკენ, საორგანიზაციო მოღვაწეობისენ. ორიენტირებულნი არიან სოციალურად მნიშნელოვანი ქცევის ნორმებზე, კარგად აქვთ განვითარებული მეტყველება და კარგი მთხრობელები არიან. სოციალურ სფეროში კარგი ადაპტაციის უნარი აქვთ, თმცა სხვებზე დომინირაციას გარკვეულ საზღვრებში აკავებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ მოცემული თვისებების გამოვლენა დამოკიდებულია ფსიქიკურ განვითარებაზე. განვითარების მაღალ დონეზე ინდივიდუალური თვისებები განვითარებულია, რეალიზებულია და დაკმაოდ კარგად გაიაზრება. განვითარების დაბალი დონის შემთხვევაში კი აღნიშნული მახასიათებლები შეიძლება არ გამოვლინდეს პროფესიულ მოღვაწეობაში, მაგრამ არსებობდეს სიტუციურად და, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გამოვლინდეს სიტუაციის მიმართ არაადექვატურად. 2. "პასუხისმგებელი შემსრულებელი" აქვს "მმართელის" ტიპის ბევრი მახასიათებელი, თმცა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისას ხშირად ყოყმანობს. ამ ტიპის ადამიანები უფრო ორიენტირებული არიან "საქმის კეთებაზე", აქვთ მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, არიან მომთხოვნი როგორც საკუთარი თვის, ასევე სხვების მიმართ, აფასებენ სიმართლეს. ხშირად აქვთ ნერვული წარმოშობის სომატური დაავადებები, როგორც ზედმეტი დაძაბულობის შედეგი. 3. "მშფოთავი" ხასიათდება განსაკუთრებით მრავალფეროვანი უნარებით – ხელის სიზუსტიდან დაწყებული ლიტერატურული ნიჭით დამთავრებული. ჩვეულებრივ, მოცემული ტიპის ადამიანებს ერთი პროფესიის ჩარჩოები არ აკმაყოფილებთ და შეიძლება ერთმანეთისგან სრულიად საწინააღმდეგო რამდენიმე პროფესია ან ჰობი ჰქონდეთ. ვერ იტანენ უწესრიგობას და სიბინძურეს და ამის გამო ხშირად მოსდით სხვებთან კონფლიქტი. გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობით და ხშრად ეჭვი ეპარებათ საკუთარ თავში. სჭირდებათ ოდნავი გამხნევება. 4. "მეცნიერი" ეს ადამიანები ადვილად ემიჯნებიან რეალობას, ფლობენ "კონცეპტუალურ ნიჭს". თითქმის ყველაფერზე საკუთარი თეორიები აქვთ. ჩვეულებრივ, სულიერად გაწონასწორებულნი არიან და რაციონალურად გეგმავენ საკუთარ ქცევებს. მოცემული ტიპის წარმომადგენლები ხშრად გვხვდება ხელოვნების სინთეზურ დარგებში: კინო, ცირკი, თეატრი-სანახაობრივი რეჟისურა, მულტიპლიკაცია და ა.შ. 5. "ინტუიციური" ამ ტიპის ადამიანებს ძალიან მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვთ. უფრო ადვილად მუშაობენ ერთი ქმედებიდან მეორეზე გადართვისას, ვეულებრივ გამოდიან "უმცირესობის დამცველებად". სიახლის მიმართ გამძაფრებული მგრძნობელობა აქვთ. არიან ალტრუისტები და ხშირად ავლენენ სხვებზე ზრუნვას. აქვთ ხელოსნობის უნარი და ხატოვანი წარმოსახვა, რაც საშუალებას აძლევთ დაკავდნენ შემოქმედების ტექნიკური დარგებით. ჩვეულებრივ, საკუთარ ნორმებსა და მორალს შეიმუშავებენ, ფლობენ შინაგან თვითკონტროლს, სამაგიეროდ უარყოფითად რეაგირებენ ძალდატანებაზე, საკუთარი თავისუფლების შეზღუდვაზე. 6. "გამომგონებელი, კონტსრუქტორი, მხატვარი" ამ ტიპის ადამიანებს მდიდარე წარმოსახვა გააჩნიათ, ხშირად არიან დაკავებული ხელოვნების ტექნიკური, მხატვრული, ინტელექტუალური დარგებით. უმეტესად ინტროვერტები არიან და ცხოვრობენ საკუთარი მორალური ნორმების მიხედვით, არ იღებენ სხვებისგან არანაირ ზემოქმედებას, გარდა თვითკონტროლისა. არიან ემოციურები და შეპყრობილნი არიან ორიგინალური იდეებით. 7. "ემოციური" აქვთ სხვა ადამიანების მიმართ მომატებული თანაგრძნობის უნარი, ძნელად იტანენ ფილმებში სასტიკი კადრების ნახვას, შეიძლება დიდხანს იყვნენ შოკირებულნი რაიმე ძალადობის სცენის ნახვის შემდეგ. სხვების თანაგრძნობაზე, სხვებზე ზრუნვაზე დიდ ენერგიას ხარჯავენ და სედეგად, ძნელი ხდება მათი საკუთარი უნარების რეალიზება. 8. "სხვების განცდების მიმართ გულგრილი" ემოციურის საპირისპირო ტიპი. ჩვეულებრივ, გულთან ახლოს არ მიაქვს სხვების განცდები, ყურადღებას არ აქცევს მათ, უფრო მეტიც, აძლიერებს სხვა ადამიანებზე ზეწოლას. თუ ეს კარგი სპეციალისტია, შეუძლია სხვა ადამიანებს აიძულოს გააკეთონ ის, რაც საჭიროდ მიაჩნია. ზოგჯერ რაიმე მიზეზის გამო შეიძლება საკუთარ პრობლემებში "ჩაიკეტოს". 1460 6-ს მოსწონს
|