სხვა 15 წლის გენია,რომელსაც სკოლაში არასოდეს უვლია,საუკეთესო ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2015, 26 ნოემბერი, 9:05 ![]() რუნგტას ოჯახი კოლკატადან(ყოფილი კალკუტა, ინდოეთი)ფორტ ლაუდერდეილში(აშშ) გადაბარგდა, როდესაც აჰაანი 2 წლის იყო. ბიჭუნა 5 წლის იყო, როდესაც დედამ მას აჩვენა საიტი, სადაც განთავსებული იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უფასო ლექციები.ბავშვი უქმად დროს არ კარგავდა და ღრუბელივით იწოვდა გაკვეთილებს. ![]() ბავშვს არ ბავშვობა დაკლებია, ბევრს თამაშობდა ეზოში, თან პარალელულად სრულიად დამოუკიდებლად აითვისა წრფივი ალგებრა, ფიზიკა და ქიმია. აჰაანი სახლიდან გაუსვლელად ითვისებდა ლექციებს, აბარებდა ტესტებს და გამოცდებს. 13 წლის ასაკში იგი ეწვია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსს და გადაწყვიტა, რომ იქ უნდა ჩაებარებინა. და აი მისი ოცნება ახდა, 15 წლის აჰაანი უნივერსიტეტში დადის ლექციებზე, მოზარდი ბიჭუნას მამამაც იქვე სასადილოში დაიწყო მუშაობა, რომ შვილთან ახლოს იყოს. ![]() ![]() 656 4-ს მოსწონს
|