სხვა მახინჯების კონკურსის მეორეადგილოსანმა ჟიურის არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი 2015, 25 ნოემბერი, 18:56 ზიმბაბვეში "ყველაზე მახინჯი კაცის" კონკურსის მონაწილემ, მეორეადგილოსანმა ვილიამ მასვინიუმ ჟიური მიკერძოებაში დაადანაშაულა.
"მსაჯები არ იყვენენ ობიექტურები, ორგანიზატორებმა ახალი ჟიური უნდა შეკრიბონ და კონკურსი ხელახლა ჩაატარონ.მე არ წამიგია"-განაცხადა "მისტერ მახინჯმა", რომელმაც აქამდე სამჯერ მოიპოვა ეს ტიტული.თუმცა მასვინიუ არ განმარტავს რაში მიუძღვის ბრალი ჟიურის. კონკურსი ყველაზე მახინჯი კაცი ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში იმართება.წელს კონკურსში 35 მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა უმუშევარმა მაისონ სერემ. გამარჯვებულს პრიზად გადაეცა 500$, ხოლო მეორე ადგილოსანს 100$.ყველაზე მახინჯ კაცს ქვეყანაში 2009 წლიდან ირჩევენ. 1430 5-ს მოსწონს 1-ს არა
|