x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ესპანეთში დამზადდა მსოფლიოში პირველი სახლი,რომელიც ბიოგაზით თბება
image
ესპანეთში დაამზადეს მსოფლიოში პირველი სახლი, რომელიც ბიონარჩენებით თბება.


PlanetEnergy-ის ფირმის დამაარსებელმა მეგან სეპმა კალიფორნიიდან დაამტკიცა, რომ თვითუზრუნველყოფის სისტემა არა მარტო რეალურია, არამედ მომგებიანიც და მოხერხებულიც.


სახლი სოფელ ოსკოცში, ნევარის ჩრდილოეთით 25 კილომეტრში მდებარეობს.ის ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ნარჩენი, მათ შორის ადამიანის ექსკრემენტებიც გადამუშავდება ბიოგაზად.


სისტემა უზრუნველყოფს არა მარტო სახლის გათბობას, არამედ ცხელ წყალს და სამზარეულოს გაზქურასაც.


image


"სისტემა ისეა გათვლილი, რომ მფლობელს შესაძლებლობა ჰქონდეს ჰყავდეს ოთხი ცხენი, ისინი ბევრ ბალახს ჭამენ ბევრი განავალიც აქვთ.ასე რომ ძალიან კარგია ბიოგაზის წარმოებისთვის-აღნიშნა სტარტალის დამფუძნებელმა-ყველა ნარჩენი, მათ შორის ეს იქნება ბოსტნეულის ნარჩენები, წყალი, საშხაპე, ტუალეტი თუ სარეცხის მანქანა, სახლში ხელმეორედ გამოიყენება."

imageსისტემა აგრეთვე აწარმოებს წყლის მინერალიზაციას, სასუქს, რომელიც 3 ჰექტარს ჰყოფნის.

საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ფოტოელექტრონული პანელებით, რომელიც სახლის სახურავზეა დაყენებული და მომცრო ქარის ტურბინით, რომელიც სახლს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

imageროგორც მეგან საპი აღნიშნავს ამ პროექტით შესაძლებელია 138 მილიონი სახლის აღჭურვა განვითარებად ქვეყნებში.


მეგანმა და მისმა პარტნიორმა ინიგო არანმა ამ საქმის ინვენსტირებას 536 000 დოლარი მოახმარეს და გაგრძელდება 2016 წლის გაზაფხულამდე.


როგორც მეგანმა აღნიშნა, მიწის შეძენა, ძველი სახლის დანგრევა, ახლის აშენება მთლიანად 500 000 $ მეტი დაუჯდათ, თუმცა ენერგოსისტემის აღჭურვას მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 20% მოხმარდა, ამ დანახარჯს მისი გათვლებით 4, 5 წელიწადში ამოიღებენ.

image


1
715
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
715
  
2015, 25 ნოემბერი, 12:48
კარგია
0 1 1