x
image
lady.ge
მომავალი სეზონი პარიზის კვირეულზე
imageპარიზში გრძელდება ფრანგი დიზაინერების საშემოდგომო კოლექციების ჩვენება.
Lanvin კოლექცია კონკრეტული ფერით, წელზე გაკეთებული აქცენტით, რთული საყელოებით და განუმეორებელი აქსესუარებით იყო წარმოდგენილი.

Hermes-ის საშემოდგომო კოლექციაში ველური დასავლეთის გავლენა იგრძნობოდა-პონჩოები და კოვბოების პერანგები, ბევრი ბეწვი და ტყავი.

ჯონ გალიანომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის პირველ რიგში მხატვარია და შემდეგ დიზაინერი. მან პოდიუმზე კიდევ ერთხელ წარმოადგინა ხელოვნება, რომელიც შეიძლება გარდერობშიც გამოიყენო.

Givenchy-ის კოლექციაში მრავლად არის ტყავი, რომელიც ერწყმის აბრეშუმს და ხავერდს. შავი ფერის ტყავს ექსპრესიულობას მატებს წითელი ფერის დეტალები.

Viktor&Rolf ნამდვილი შოუ წარმოადგინა. კოლექციის ჩვენებამ თეატრალიზებული წარმოდგენის ფონზე ჩაიარა.

კოლექცია მოიცავს აბრეშუმის შარვლებს და კომბინიზონებს, მდიდრულ ქურქებს, ნახევრად გამჭვირვალე შიფონის კაბებს, რომელიც მძივებით, ბეწვით და რუშებით იყო გაწყობილი.

image

image

image


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:lady.ge
lady.ge
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0