საბუნებისმეტყველო § 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის 2015, 22 ნოემბერი, 15:05 კაინოზოური ერა (65 მლნ. წ. – დღემდე) ახალი ეტაპი არის დედამიწის ისტორიაში. უკანასკნელი 65 მილიონი წლის მანძილზე, განვითარდა გეოლოგიური პროცესების ახალი ციკლი, შეიცვალა და გართულდა დედამიწის ქერქის სტრუქტურა, შეიქმნა ახალი ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემო, ჩამოყალიბდა ახალი ორგანული სამყარო, რომელშიც წამყვანი როლი ძუძუმწოვრებს მიენიჭათ. გაჩნდა ადამიანი. კაინოზოური ერა იყოფა სამ პერიოდად. ესენია: I. პალეოგენი (65 – 25 მილ. წწ.); II. ნეოგენი (25 – 2 მლნ. წწ.) III. ანთროპოგენი (2 მლნ-წლიდან – დღემდე);
მიდამოებში, ერთმანეთთან შეერთებული, ორი მატერიკი იყო, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში – რამდენიმე, ყოფილი გონდვანას ნაწილები: აფრიკა, ინდოსტანი, სამხ. ამერიკა და ავსტრალია, რომელიც ანტარქტიდას პალეოგენის II ნახევარში გამოეყო. ჩამოთვლილ მატერიკებს შორის, უკვე არსებობდა თანამედროვე ოკეანეები, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ მატერიკებს შორის იყო თეტისის ზღვა. პალეოგენური პერიოდის დასაწყისში ჰავა თბილი იყო, შემდეგ აცივდა და ტემპერატურა 27 -დან 7 გრადუსამდე დაეცაა. სამხ. პოლუსის მიდამოები ყინულმა დაფარა. 38 მლნ. წლის წინ, პირველი აისბერგები გაჩნდა და ყინულში მოხდა ოკეანის წყლის გარკვეული რაოდენობის აკუმულირება. ამის გამო, შემცირდა მსოფლიო ოკეანის დონე და თეტისის ადგილზე, ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვები გაჩნდა. რამდენიმე წლიანი ზამთრის შემდეგ ამავე პერიოდის მტაცებლებს შორის, აღსანიშნავია ნიანგებიც, რომლებიც დინოზავრებისგან განსხვავებით, მეტეორიტსაც გადაურჩნენ და მისგან მომდინარე პრობლემებსაც გაართვეს თავი. ასე, რომ, ნიანგები, ტარაკანებთან ერთად, ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრობენ დედამიწაზე.
გიგანტური ცხოველების გარდა, გამრავლდნენ შედარებით პატარა ზომის მტაცებლები, ჩლიქოსნები, მღრნელები და ლემურები. 50 მილიონი წლის წინ, იმის გამო, რომ ჰაერის ტემპერატურამ დაიწია, ძუძუმწოვრებლების ერთი ნაწილი, წყალში გადავიდა საცხოვრებლად. ამით ზღვის მტაცებელი რეპტილიები ზვიგენებმა ჩაანაცვლეს. 40 მლნ. წლის წინ. ავსტრალია გამოეყო ანტარქტიდას და მისმა ფლორამ და ფაუნამ დამოუკიდებლად გააგრძელა განვითარება. ამავე პერიოდში, იზოლირებული იყო სამხრეთი ამერიკაც. ის ჩრდილოეთ ამერიკას 8 მლნ. წლის წინ შეუერთდა. პალეოგენი იყო მწერების აყვავების ხანაც. 27 მილინი წლის წინ, გაჩნდნენ პრიმატები, ხოლო 25 მილიონი წლის წინ, ფაქტიურად, დასრულდა ფაუნის თანამედროვე ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესი. ნეოგენი. ამ პერიოდში გრძელდებოდა კონტინენტების დრეიფი და მათი შეჯახებების ადგილებზე ყალიბდებოდა მთათა სისტემები. ასე მაგ., აფრიკის ევრაზიასთან შეჯახების შედეგად, შეიქმნა ალპები, ხოლო ინდოსტანის ევრაზიასთან შეჯახების შედეგად – ჰიმალაი. ამავე პერიოდში მოხდა ანდების მთათასისტემის ფორმირება. 8 მილიონი წლის წინ, გაერთინდა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები, ხოლო ავსტრალია იზოლირებული დარჩა დანარჩენი სამყაროსგან. ნეოგენის ბოლოს, დედამიწამ თითქმის ამჟამინდელი სახე მიიღო. გამოიკვეთა თანამედროვე კლიმატის ზოგიერთი მახასიათებელი. კლიმატის ცვლილებამ, ცვლილებები შეიტანა ბიოსფეროშიც. შემცირდა ტყის და გაიზარდა სტეპის ფართობი, რამაც თავის მხრივ, შეცვალა ცხოველთა სამყარო. გაქრნენ დიდი ზომის ცხოველები, რომლებიც, ძირითადად, ხის რბილი ფოთლებით იკვებებოდნენ. ფოთლებთან შედარებით, ბალახი უფრო მაგარი და რთული გადასამუშავებელი იყო, რისთვისაც მზად არ იყო ამ ცხოველების კბილები და მომნელებელი სისტემა. გიგანტური ცხოველების გაქრობამ, დიდი ზომის მტაცებლების გაქრობა გამოიწვია და მათი ადგილი დღევანდელი ცხოველების წინაპრებმა დაიკავეს. გაჩნდნენ პატარა ზომის მტაცებლები, ხორთუმიანები და სხვადასხვა სახის პრიმატები. გამყინვარების პერიოდი არის ტემპერატურების მკვეთრი ცვლილებების პერიოდების ერთობლიობა. ყოველი გამყინვარების შემდეგ, გამყინვარებათაშორისი, თბილი, პერიოდი დგება. უკანასკნელი 800 000 წლის მანძილზე, 8 სხვადასხვა დონის გამყინვარება იყო. გამყინვარების უკანასკნელი ფაზა 80 000 წლის წინ დაიწყო და 10 000 წლის წინ დასრულდა. ჩვენ, ამჟამად, გამყინვარებათაშორის პერიოდში ვცხოვრობთ, რომელიც 2 000 წლის შემდეგ დასრულდება, რადგან თბილი პერიოდი 12 ათას წელზე მეტ ხანს არასოდეს ყოფილა. გამყინვარების დროს, პოლუსების ყინულოვანი საფარი ფართოვდებოდა და ზომიერ სარტყელში მოთავსებულ ტერიტორიებს ფარავდა. ზღვის დონე 100-120 მეტრით უკან იხევდა, კონტინენტების სანაპიროები იყინებოდა და სრუტეებით გაყოფილი ორი კონტინენტი ერთიანდებოდა.
§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.
§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/ 482 6-ს მოსწონს
|