x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138506
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512179
რა განსხვავებაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის

image
ერთხელ, ერთი კეთილი ადამიანი ღმერთს შეხვდა და ჰკითხა:

– ღმერთო, მაინტერესებს, რა არის სამოთხე და ჯოჯოხეთი?

ღმერთმა იგი ორ კართან მიიყვანა. გააღო პირველი და შეიყვანა კეთილი ადამიანი. შიგნით ერთი უზარმაზარი მრგვალი მაგიდა იდგა, მის შუაგულში საკვებით სავსე დიდი ჯამი იდო და მადისაღმძვრელი სუნი ტრიალებდა. კეთილ ადამიანს ნერწყვი მოადგა. მაგიდის გარშემო ადამიანები იჯდნენ, აშკარა იყო, მშივრები იყვნენ და ავადმყოფურად გამოიყურებოდნენ.

ყოველ მათგანს ხელზე ჰქონდა მიმაგრებული კოვზი ძალიან, ძალიან გრძელი ტარით. ამ კოვზებით მათ ადვილად შეეძლოთ ჯამიდან კერძის ამოღება, მაგრამ ტარები კოვზებს ისეთი გრძელი ჰქონდა, რომ საკვები პირთან ვეღარ მიჰქონდათ. კეთილი ადამიანი შეაძრწუნა მათი საცოდაობის დანახვამ. ღმერთმა უთხრა:

- აი, ეს არის ჯოჯოხეთი.

შემდეგ ღმერთმა კეთილი ადამიანი მეორე კარში შეიყვანა. აქაც ზუსტად იგივე სცენა დახვდათ: ისეთივე უზარმაზარი მაგიდა, უგემრიელესი კერძით სავსე დიდი ჯამი, გარშემო მჯდარი ადამიანები, რომლებსაც ისეთივე ძალიან გრძელტარიანი კოვზები ჰქონდათ მიმაგრებული. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ აქ ადამიანები დანაყრებულნი, ბედნიერნი იყვნენ და ერთმანეთში სასიამოვნო საუბრით იქცევდნენ თავს. კეთილ ადამიანს გაუკვირდა და ღმერთს მიმართა:

- ღმერთო, ვერაფერი გავიგე...
- ყველაფერი მარტივია, - მიუგო ღმერთმა, - ამ ადამიანებმა ერთმანეთისთვის ჭმევა ისწავლეს. იქ მყოფები კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.


"ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთნაირად არის მოწყობილი, განსხვავება მხოლოდ ჩვენშია".



6
6494
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6494
  
2017, 30 ივლისი, 11:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მამუკა კობალაძე-ის კომენტარზე
2015, 23 ნოემბერი, 17:40
არა ეს არანაირად არ შეესაბამება რეალობას, ეს ტყუილია და ზღაპარია, ვიგაცის სულელური მოგონილი იდეოლოგიური აზრია. ტვინს რატომ იჭყლეტავთ, ბიბლია და სამოთხე როგორიცაა აიღეთ ბიბლია გადაშალეთ იოანეს გამოცხადება და იქ წაიკითხავთ ამის შესახებ სრულ ჭეშმარიტებას, ტვინს ნუ გამოიშტერებთ სისულელეებით.
ამ ქვეყნიურად კი შესაძლოა გამოიყენო ეგ იგავარაკისავით ისე კი სისულელეა
2015, 23 ნოემბერი, 15:49
როგორ შეუძლიათ ადამიანებს მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრონ როცა სხვები გასაჭირში არიან
2015, 19 ნოემბერი, 16:18
კარგია, მომეწონა
2015, 19 ნოემბერი, 14:24
ნამდვილად ასეა... სხვა ადამიანში თუ საკუთარი თავი არ დაინახე, ისე შორს ვერ წახვალ...
2015, 19 ნოემბერი, 13:29
ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებად ზრუნავენ ერთმანეთზე, უსუსურ ცხოველებს როგორ ექცევიან, ამაზე აღარაფერს ვამბობ :( ნამდვილად გასაზიარებელი სტატიაა! იქნებ ვინმემ რამე ისწავლოს...
0 1 6