სხვა 2 წლის ბიჭი დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწევა 2012, 27 მაისი, 17:02 სამწუხარო ამბავია, მაგრამ ფაქტია რომ ინდონეზიელი 2 წლის ბავშვი დამოკიდებულია სიგარეტზე და დღეში 40 ღერს ეწევა. ბიჭს ჰქვია Ardi Rizal, რომელიც სოფელ Musi Banyuasin-ში ცხოვრობს, პირველად 18 თვისამ გასინჯა სიგარეტი, რომელიც 30 წლის მამამ Mohammed-მა მისცა. Rizal, რომელიც 25 კილოს იწონის კონკრეტულ ბრენდს ეწევა მხოლოდ, რომელიც ოჯახს დღეში 5 ამერიკული დოლარი უჯდება.New York Daily New-ის მიხედვით ბიჭი თავის თანატოლებთან ერთად არ თამაშობს, მთლიანად სიგარეტზეა დამოკიდებული და როცა მას ვერ იღებს ხდება აგრესიული და ყვირის. იგი მოწევის სხვადასხვა ტექნიკასაც კი ფლობს, თუმცა სულ რაღაც 2 წლისაა მხოლოდ. 204 5-ს მოსწონს
|