x
image
ნინონი79
რა მდგომარეობაშია სირია დღეს
სირია სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზემდებარე სახელმწიფოა.


სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი (2000)

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა - 14 რეგიონი


მოსახლეობა - 22, 530, 746

აქ ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის - სუნიტი არაბები ( 90%), ქურთები (5%), სომხები, ასურელები, ალავიტები (შიიტი მუსლიმები)

სახელმწიფო ენა - არაბული. გავრცელებულია აგრეთვე - ქურთული, სომხური, არამეული, ფრანგული, ინგლისური.

რელიგია - მუსლიმი 85%, ქრისტიანი 15%.

დედაქალაქი - დამასკო (1.862 ათასი)

ქალაქები - ალეპო (1.934), ჰიმსი (752), ლატაკია (417), ჰამა (380)


ამ ფოტოებზე კი ასახულია განადგურებული მუსულმანური ქალაქები, ძირითადად ალეპო, სადაც იერიში მიიტანა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა, კრემლი ამტკიცებს, რომ რუსული ავიაციის სამიზნე მხოლოდ რადიკალ ტერორისტთა დაჯგუფება იყო და ის მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ინფრასტრუქტურას ანადგურებდა. თუმცა, ქვემოთ მოცემულ ვიდეოკადრში კარგად ჩანს, რომ ამ იერიშს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები ეწირებოდნენ...



image

imageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageეს ვიდეო სოც.ქ სელ "ფეისბუქზე" დევს, რომელსაც სამენოვანი თარგმანით ერთვის ინფორმაცია;




2015 წლის 27 ოქტომბერი. ქალაქ ალეპოს რუსული ბომბდამშენები უმოწყალოდ ბომბავენ. ადგილობრივი მუსულმანი - ჯუმა ალ-აჰმადი მოვლენის ეპიცენტრშია და იღებს ყველაფერს რაც ხდება, ჯუმა ალ-აჰმადი მომდევნო იერიშის დროს დაიღუპა, დარჩა მის მიერ გადაღებული კადრები სადაც ჩანს შეშინებული მოსახლეობა, დაჭრილი ბავშვების განწირული ყვირილი...


image


20
2574
10-ს მოსწონს
ავტორი:ნინონი79
ნინონი79
2574
  
2015, 21 ნოემბერი, 10:37
მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რაც უფრო ხელი გადაუსვეს ვინმეს,ჯამში მეტი მსხვერპლი მოიტანა,ჰიტლერული გერმანია,ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი ნათელი მაგალითებია, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა ბევრი დასავლეთში მომხრე იყო იგივე ბედი ეწიათ რუსეთისთვის რაც გერმანიას ომის შემდეგ,და ნეტა ასე ექნათ, რუსეთის მიერ პროვოცირებულ ომებში ამდენი ხალხი არ დაიღუპებოდა საქართველოში აზერბაიჯანში მოლდოვაში, სერბეთში,უკრაინაში და ასე შემდეგ.მე მესმის შენი,კეთილი ბუნების ადამიანი ჩანხარ,მიმტევებელი,მაგრამ ტერორისტებს ეგ არ ეგების. ჰო ჰიტლერი დამავიწყდა,თავის დროზე ომი რომ დაეწყოთ გერმანიის წინააღმდეგ 1935 წელს ან ცოტა ადრე ან ცოტა გვიან და არ ელოლიავათ მისთვის ბევრად ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა,დროული ჩარევაა საჭირო და არა ლოდინი. ჩრდილოეთ კორეა კიდევ იცი ყოველ წლიურად რამდენ ადამიანს კლავენ შრომით ბანაკებში იქა?! ყოველ წლიურად ასობით ადამიანს აწამებენ და კლავენ,არ უნდა ჩაერიოს არავინ?! უნდა ვუყუროთ გულგრილად როგორ აწამებენ და კლავენ ხალხს?! სომალი?! რამდენი წელია იცი იქ სამოქალაქო ომია?! რამდენი მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა ამ ომს იცი?! არ უნდა ჩაერიონ?! გულგრილად უყურონ?! ხშირად სიფრთხილე აბლატავებს მათ გული ეცემათ,სიფრთხილეს თვლიან სხვების სისუსტედ,ისევე როგორც რუსეთი და უარესს აკეთებენ,სხვანაირად როგორ აგიხსნა ჩემო კარგო არ ვიცი. ჰო რა მინდოდა კიდევ მეთქვა არ გეწყინოს შენობით რომ გელაპარაკები
2015, 21 ნოემბერი, 10:20
ვაიემეეე გამეცინაააააააააა!!! აგრესიული ტერრორისტებისმიმართ კიიი, სხვების მიმართ არაა. არ შეიძლება ვთქვათ რომ მიზანი საშუალებას ამართლებდეს. ჩვენც გვბომბავდა რუსეთი მაგრამ ტერორისტული აქტები ჩვენ რომ ჩაგვეტარებინა რუსეთში ამას არასოდეს გავამართლებდი,უბრალო ხალხი არაფერ შუაშია, ისევე როგორც ის პარიზელები არაფერ შუაში არ იყვნენ.თუ შნო აქვთ, აგერ არიან საფრანგეთის ,ამერიკის რუსეთის და სე შემდეგ პრეზიდენტები თუ მინისტრები მაგათ მოუწყონ ეგ ტერაქტები.თურქებმა სომხებს გენოციდი რომ მოუწყვეს რას აკეთებდნენ სომხები?! თურქეთის მთავრობებს უწყობდნენ ტერაქტებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას.
2015, 21 ნოემბერი, 3:13
:((( ღმერთო უშველე ყველას! ტერორისტებს და მკვლელებს ჯოჯოხეტი!
2015, 19 ნოემბერი, 22:02
რა აგრესიული ხართთთ :D მუსულმან ტერორისტად ხომ არ გეჩვენებითთ???? რეცეპტი არ ვიცი, ვიცი ის, რომ ფრთხილად უნდა მოეკიდონ უდანაშაულო ადამიანებს და ისე იმოქმედონ. აგრესიის გამოვლენაზე მარტივი არაფერია, შეცოდება და დანდობაა დღეს ძნელი რატომღაც, მითუმეტეს ბავშვების და ქალებისსს!
2015, 19 ნოემბერი, 22:01
სიტუაცია ერთობ რთულია, იქ არის სამი ძალა,ასადი თავის არმიით ებრძვის ერთის მხრივ ტერორისტებს,მეორეს მხრივ დასავლეთიდან დაფინანსებულ ოპოზიციას,თავის მხრივ ის ოპოზიცია ებრძვის ერთის მხრივ ტერორისტებს მეორეს მხრივ მთთავრობას ანუ ასადის რეჟიმს,თავის მხრივ კიდევ ტერორისტები ებრძვიან როგორც ასადს ასევე ასადის ოპოზიციას, სამივე ერთი ერთმანეთზე უარესია, და ვინ კვდება ყველაზე მეტად?! ცხადია მშვიდობიანი მოსახლეობა, თავის მხრივ დასავლეთი ბომბავს როგორც ტერორისტებს ისე ასადის სამთავრობო არმიას,თავის მხრივ კი რუსეთი ბომბავს როგორც ასევე ტერორისტებს ისე ასადის ოპოზიციას. ყველაზე დაუნდობლები მაინც ტერორისტები არიან რადგან ისინი ებრძვიან არა მხოლოდ ძემოდ ჩამოთვლილ ორ ძალას ასევე ხოცავენ ადგილობრივ ქრისტიანებს, ქურთებს თავად სხვა მუსულმანებსაც რომლებიც მათი ჭკუით ისე არ იქცევიან როგორც თავად მიაჩნიათ. არა ოფიციალური მონაცემებით ამ სამოქალაქო ომმა 350 000 მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა რამოდენიმე მილიონი კი საკუთარი სამშობლოდან დევნილად იქცა. ბაშარ ალ ასადი რომელსაც მხარს რუსეთი უმაგრებს წასვლას სულაც არ აპირებს. არც ტერორისტები აპირებენ სადმე წასვლას, მაშ უნდა ვუყუროთ როგორ იხოცება იქ ხალხი?! რამდენი ლტოლვილიღა უნდა მიიღოს ევროპამ?! იმიტომ დავწერე ეგრე, რომ არ მოგეწონა. რადგან ასადს ამდენი არ ესმის უაზროდ ჯიუტობს და თან არც არაფრის შნო არ აქვს და თან იმ ტერორისტებს დიდად არც თავად და არც მისი არმია ჩამოუვარდება ტერორისტებს ,გარედან ჩარევაა საჭიროოო!
2015, 19 ნოემბერი, 21:42
აჰა! არ იმსახურებს ხომ? მაშ რას იმსახურებს?! მაშ რა უნდა ქნან?! დაველოდოთ სირიას ბოლომდე როდის აიღებენ და ერაყს?! დაველოდოთ ხალიფატს როდის შექმნიან?! მერე იქედან თავიანთი ავადმყოფური იდეებით შეპყრობილნი როგორ შეიჭრებიან თურქეთში და სხვა მუსულმანურ ქვეყნებში?! თუ მათ უუნარო მთავრობებს უნდა უყურონ?! არა იქნებ და რეცეპტი იცი რამე სხვა?! და არ ამხელ?! ნახე რამდენი კითხვები დაგისვი?
2015, 19 ნოემბერი, 14:09
ასეა თუ ისეა რაცარუნდა ეცადონ ტერორიზმს მაინც ვერ აღკვეთავენ...
2015, 19 ნოემბერი, 2:07
კარგია რო მეთანხმები ბევრ რამეში, თუმცა არ მომეწონა ეს წინადადება: "მე ვთქვი, ქვეყნებს რომელთაც ტავიანთი ძალებით შნო არ აქვთ აღკვეთონ ტერორიზმის ექსპორტი,მაშინ იმსახურებს ინტერვენციას"...არ იმსახურებს არაა...
2015, 19 ნოემბერი, 1:28
მხოლოდ იმ ნაწილში გეთანხმები რომ ამის მუსულმანებისთვის გადაბრალება დაუშვებელია. ასევე მეც მგონია რომ მაგ ტერორისტებს სწორედ დიდი ქვეყნები ქმნიან და ამარაგებენ იარაღითაც და ფულითაც. იმაშიც გეთანხმებით რომ რიგითი ადამიანებისთვის ძნელია გარჩევა ვინ ტერორისტია და ვინ უბრალო მუსლიმი ყველას ყურანის ცოდნას ვერ მოვთხოვთ. ბევრი მუსლიმი სხვათა შორის თანაუგრძნობს და იფარავს მათ
2015, 19 ნოემბერი, 1:14
დაიკო! სად ვთქვი მუსულმანური ქვეყნები უნდა განადგურდნენ თქო?! მე ვთქვი ის ორი ქვეყანა სადაც ეგენი ყრიან, ეს ისლამი არაა ეს ტერორიზმია,არაფერი საერთო არ აქვს ამას ისლამთან. მე ვთქვი, ქვეყნებს რომელთაც ტავიანთი ძალებით შნო არ აქვთ აღკვეთონ ტერორიზმის ექსპორტი,მაშინ იმსახურებს ინტერვენციას.საფრანგეთის ტერაქტებმა უფრო მეტი თანაგრძნობა კი იმიტომ გამოიწვია რომ საფრანგეთში ომი არ მიმდინარეობს ამას გარდა მედია სირიის ამბებს ნაკლებად აშუქებს და ნაკლები ინფორმაცია გვაქვს სირიის ამბებზე.მხოლოდ ფრანგებს არ თანავუგრძნობთ სირიელებსაც თანავუგრძნობთ,რამდენი ლტოლვილი შეიფარა ევროპამ სწორედ თანაგრძნობის გამო?!ჩვენც ვიყავით მზად სირიელი ბავშვები მიგვეღო.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10