ფოტოგრაფია კლაუს ლეიდორფის გასაოცარი ფოტოები 2014, 25 დეკემბერი, 23:22 ცნობილი გერმანელი ფოტოხელოვანი - კლაუს ლეიდორფი, ცნობილი გახდა თავის გრანდიოზული ფოტოებით, რომელიც მან ჩიტის ფრენის სიმაღლიდან გადაიღო. ხელოვანი ფოტოებს ძირითადად თვითმფრინავის ფანჯრიდან იღებს. თავდაპირველად ის გერმანიაში მუშაობდა, იღებდა ქალაქებს, გზებს, სამრეწველო ობიექტებს, ფერმებს, ყველაფერს, რაც ავტორისთვის ინტერესს იწვევდა დანახული სიმაღლიდან. ამჟამად ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და ობიექტივის მიზანში ხვდება უამრავი საინტერესო ლანდშაფტი. თავისი ფოტოგრაფიული საქმიანობა მან 1980 წელს დაიწყო და დღემდე მას შესრულებული აქვს ათასობით აეროგადაღება. თავად პროფესიონალი აღიარებს, რომ 30 წლის წინ, დიდი სიმაღლიდან სპეციალური ტექნიკის თანხლებით, ძალიან რთული იყო მუშაობა, ეხლა კი მისი მთავარი დამხმარე Canon EOS 5D Mark III -ია. კლაუს ლეიდორფის ფოტოები სამყაროს ახალი ხედვით წარმოაჩენს. მნახველს საშუალება ეძლევა პეიზაჟი აღიქვას იმ ხედვით, თუ როგორი რაკურსიდანაც ხედავენ მას ფრინველები. ფოტოხელოვანმა მრავალი წიგნი და ილუსტრაციის ნაკრები გამოუშვა და საუკეთესო ფოტოები წარმოადგინა, თითოეული ფოტოს გადაღების მომენტის, მისი ისტორიის აღწერის თანხლებით. თავის ოფიციალურ გვერდზე კლაუს ლეიდორფმა ათასობით ფოტო განათავსა და ის დასათალიერებლად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. 215 10-ს მოსწონს
|