x
image
natia.a
10 ყველაზე ლამაზი გასათხოვარი უკრაინელი დეპუტატი
image
ქალი პოლიტიკოსების რიცხვი მთელ მსოფლიოში დღითიდღე იზრდება. ამ მხრივ გამონაკლისს არც უკრაინა წარმოადგენს. თუკი წინა მოწვევის რპარლამენტში ქალბატონების რიცხვი მხოლოდ 11 იყო, დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში ქალი დეპუტატების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 47 -ს გაუტოლდა, აქედან 26 კი გასათხოვარია.


ასე რომ, მამაკაცებო, გადახედეთ მშვენიერ უკრაინელ დეპუტატებს, რაც მთავარია, გასათხოვრებს და ყველაზე სასურველ საპატარძლოებს.


1. ინა ბორდიუგი, 29 წლის ("რადიკალური პარტია").

image


ინა ბორდიუგი, იგივე ზლატა ოგნევიჩი, ყოფილი მომღერალია. რატომ წავიდა პოლიტიკაში, ჯერ-ჯერობით უცნობია.


2. ტატიანა დონეცი, 34 წლის, ("სახალხო ფრონტი").

image

ტატიანა არის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი და 16 კანონპროექტის ავტორი. ამჟამად რომანი აქვს დეპუტატ დენის ძენზერსკისთან, ასე რომ, ამ სიიდან შეიძლება მალე ამოვარდეს.


3. ელენე სოტნიკი, 32 წლის ("Самопомощь").

image

საკმაოდ მიზანმიმართული ქალბატონი პროფესიით ფსიქოლოგი და ადვოკატია.


4. ელენა კოშელევა, 24 წლის ("რადიკალური პარტია").

image

ოფიციალურ ბიოგრაფიაში საკუთარ თავს უმუშევარს უწოდებს, თუმცა უმაღლესი რადის პირველ სხდომაზე ძვირადღირებული ქურქით, ოქროს აიფონითა და დაცვის თანხლებით მივიდა. ასევე სახელი გაითქვა პიკანტური ფოტოსესიებით.


5. იულია ლევოჩკინა, 38 წლის ("ოპოზიციური ბლოკი", ადრე "რეგიონების პარტია").

image

იულია საკმაოდ ჭკვიანი ფინანსისტია. წინა მოწვევის რადაში მას საკმაოდ ხმაურიანი რომანი ჰქონდა დეპუტატთან და იულია ტიმოშენკოს პირად დაცვასთან, ვიტალი ჩუდნოვსკისთან. ცოტა ხნის წინ იულიამ შვილი გააჩინა კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის, ანდრეი ვინგანოვსკისგან. თუმცა გათხოვილი იგი არ არის, ამიტომ მოხვდა მოცემულ ნუსხაში.


6. სვეტლანა ზალიშჩუკი, 32 წლის, ("БПП").

image

პროფესიით ჟურნალისტი, 23 წლის ასაკში ვიცე პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი გახდა. ამჟამად გათხოვილი არ არის, თუმცა აღიარებს, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ სიმათიები აქვს, მაგრამ ამ ადამიანის სახელს არ ასახელებს.


7. ოკსანა პროდანი, 40 წლის, ("Удар").

image

მას "ტრანსპორტის პრინცესას" უწოდებენ, რადგან მამამისი იყო სახელმწიფო სატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული საწარმო შეისყიდა და საოჯახო ბიზნესად აქცია. ოკსანა გამოირჩევა განსაკუთრებით ელეგანტური ჩაცმულობით.


8. ვიქტორია სიუმარი, 37 წლის, ("სახალხო ფრონტი").

image

მართალია, იგი ჯერ ისევ ვიქტორ ტარანის მეუღლეა, მაგრამ სინამდვილეში ისინი უკვე დიდი ხანია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, რისი მიზეზიც, როგორც თავად ვიქტორია ამბობს, პოლიტიკური უთანხმოება გახდა.


9. ირინა ფრიზი, 41 წლის, ("БПП").

image

ყოფილი გამყიდველი, ხელოვნებათმცოდნე, უკრაინის იმპორტიორთა და ექსპორტიორთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და უმაღლესი რადას დეპუტატი - ასეთი უცნაური კარიერა აქვს ამ მშვენიერ მუქთმიან ქალბატონს.


10. ოკსანა სიროიედი, 38 წლის, ("Самопомощь").

image

ოკსანამ იურისტის მაგისტრის ხარისხი მიიღო ოტავის უნივერსიტეტში.





0
1007
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1007
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0