x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კბილის პლომბი საჭირო აღარ იქნება- როგორ აღვიდგინოთ დაზიანებული კბილი ექიმის გარეშე?
მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.

კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია, რომელთა წინააღმდეგ დღემდე იბრძვიან ჩვენი სწავლული მეცნიერები და ექიმები. წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება.


image

სტომატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კბილების აგებულებას, კბილების, ენის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ყბების, სახისა და კისრის რბილი ქსოვილოების დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. სტომატოლოგიის ამოცანებში შედის აგრეთვე კბილის დასაბჟენი ახალი მასალის შემუშავება და კბილების პროთეზირება. კბილის მკურნალობა, რომლის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება, მედიცინისაგან დამოუკიდებლად, ხელოსნური წესით ვითარდებოდა. სტომატოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ფრანგ ექიმს პიერ ფოშარს; მისი ორტომეული ნაშრომი — „კბილების ქირურგიისა და მკურნალობის სახელმძღვანელო“, რომელშიც პირველად იყო მოცემული კბილებისა და კბილის ირგვლივ ქსოვილების დაავადებათა კლასიფიკაცია, მკურნალობის მეთოდები, კბილის დაბჟენის ტექნიკა და სხვა, საფუძვლად დაედო კბილის მკურნალობის მეცნიერულ განვითარებას როგორც საფრანგეთში, ისე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.


საქართველოში კბილებისა და ღრძილების დაავადებანი და მათი მკურნალობის წესები ჯერ კიდევ XI, XIII, XV-ე საუკუნეების ქართულ სამედიცინო წერილობით ძეგლებშია აღწერილი. XIX-ე საუკუნის ბოლოს საქართველოში მუშაობა დაიწყეს პირველმა ქართველმა დანტისტებმა. XX-ე საუკუნის დასაწყისში მათი რაოდენობა 40-მდე კაცით განისაზღვრებოდა. 1900 წელს შეიქმნა საქართველოს დანტისტთა საზოგადოება, მას შემდეგ კი დღითიდღე განიცადა სამკურნალო პროცედურებმა და ხელსაწყოებმაც განვითარება და დღეს უკვე, 21-ე საუკუნეში გვაქვს კბილის მკურნალობისათვის სამ და ოთხგანზომილებიანი დანადგარები და პლომბირებისა თუ საბჟენი მასალა, რომელიც ერთ-ერთი ხარისხიანი და ინოვაციურია. თუმცა, დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ უახლოესი მეთოდი, თუ როგორ აღვიდგინოთ დაზიანებული კბილი და კბილის მინანქარი (ემალი) ექიმის გარეშე.



რევოლუციურ აღმოჩენად მიიჩნევა ჰიგიენის პირად სფეროში, იაპონელი მეცნიერის Kazuo Yamagashi-ს გამოგონება- კბილის პასტა, რომელიც სწრაფად და უმტკივნეულოდ აღადგენს კბილის ბზარებსა და მინანქარს (ემალს) ექიმის გარეშე. ამის შესახებ კი გვაწვდის სტატიას ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph-ი, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ.


image



კბილის პასტა, რომელიც იაპონელმა მეცნიერმა კასუო იომაგაშიმ გამოიგონა, მსოფლიოს გაოცების საგნად იქცა. ჰიდროქსილის აპატიტის ექსპერიმენტების შედეგად მოახერხა კასუომ მიეგნო ამ საოცარი პასტისთვის, რომლის შემადგენლობაშია ასევე ბუნებრივი მინანქრის (ემალი) ელემენტები. პასტელის კონსისტენციის კბილის პასტა უნდა წაისვათ კბილის ღრმულებსა და ბზარებზე, სამი წუთის შემდეგ კი პასტელის მასის პასტა ხელოვნურად, თუმცა ბუნებრივი მინანქრის სტრუქტურის გახდება; პლუს, არის კარგი ანტიბაქტერიული საშუალება და განსხვავებას ხელოვნურსა და ბუნებრივ მინანქარს შორის, მიკროსკოპის ქვეშაც კი ვერ შეამჩნევთ.


image


მრავალი ტესტირების შემდეგ, იაპონიაში ადამიანებზე გამოცადეს ეს კბილის პასტა და საკმაოდ ეფექტურია და სამკურნალო ღირებულებებით გამოირჩევა. მიიჩნევენ, რომ ძალიან მალე დაინერგება მსოფლიოს მასშტაბით ჰიგიენის პრაქტიკაში ყოველდღიური მოხმარებისთვის ეს კბილის პასტა და პლომბები საჭირო აღარ გახდება.

8
11885
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
11885
  
2020, 1 მარტი, 11:44
იმედიც კარგი საქონელია!
2018, 24 ნოემბერი, 2:08
Charcle, თუმცა არ მგონია ჩვენთან გაყიდვაში იყოს.
2018, 24 ნოემბერი, 1:53
რა ქვია ამ კბილის პასტას სახელი არ აწერია???
2016, 30 ოქტომბერი, 16:29
წელიწადია მეც ველოდები :))
2016, 13 მაისი, 10:58
გამოუშვით დავტესტოთ...
2016, 3 იანვარი, 14:30
ისემც ამათ რა ვუთხარი
2015, 21 ნოემბერი, 12:31
გაიხარე ;)
2015, 20 ნოემბერი, 19:49
მაგარი რამე ჩანს, მოთხოვნადი იქნება–რეპექტი
0 1 8