x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იგავი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მოლამ დიდი ქოთანი, პატარა ქოთნის სანაცვლოდ

იგავი იმის შესახებ,  თუ როგორ მიიღო მოლამ დიდი ქოთანი,  პატარა ქოთნის სანაცვლოდ

ერთხელ მოლამ მეზობელს ქოთანი სთხოვა. რამოდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნა თან შიგნით პატარა ქოთანი ჩადო. პატარა ქოთანი რომ დაინახა, მეზობელმა ჰკითხა:
— მოლა, ეს რა ქოთანია? მე შენ მხოლოდ ერთი ქოთანი მოგეცი.
— შენ ბედნიერი ადამიანი ყოფილხარ, — სიცილით უპასუხა მოლამ, — დღეს ღამით შენმა ქოთანმა პატარა ქოთანი გააჩინა.
მეზობელს გაუხარდა და ორივე ქოთანი სახლში შეიტანა. რამოდენიმე დღის შემდეგ, მოლა იგივე მეზობელთან მივიდა და ისევ დიდი ქოთანი სთხოვა. მეზობელს ახსოვდა, წინა თხოვების შემდეგ, მოლამ ორი ქოთანი რომ დაუბრუნა და მოლას დიდი ქოთანი გამოუტანა. გავიდა ერთი დღე, ხუთი დღე, ათი, თვე – მოლა ქოთანს არ აბრუნებდა. ბოლოს, მეზობელი მოლასთან მივიდა. მოლა გამოვიდა და მეზობელი რომ დაინახა, მოიღუშა და დამწუხრებულმა უთხრა:
— მაპატიე ძვირფასო! შენს წინაშე, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. მაგრამ არ იდარდო — ასეთია ცხოვრება, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი, ღმერთი არ მიგატოვებს.
მეზობელმა ვერაფერი გაიგო და ჰკითხა:
— მოლა, რაზე ლაპარაკობ? რისი თქმა გინდა? მე ქოთანზე მოვედი.
მოლამ ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლი შეიმშრალა:
— მე სწორედ ქოთანზე გეუბნები. ის გარდაიცვალა.

— როგორ თუ გარდაიცვალა? — გაიკვირვა მეზობელმა. — რა მოხდა?
— ღმერთს გეფიცები, — უპასუხა მოლამ, — ენაც კი არ მიბრუნდება რომ გითხრა. დღეს ღამით შენი ქოთანი მოკვდა.
— მოლა, რას მეუბნები, — შეეწინააღმდეგა მეზობელი, — ქოთნის სიკვდილი ვის გაუგია?
— მეზობელო, — უპასუხა მოლამ, — წინ, როდესაც გითხარი რომ შენმა ქოთანმა ქოთანი გააჩინა, ჩემს სიტყვებში ეჭვი არ შეგპარვია და მაშინვე დამიჯერე. დღეს რატომ არ გინდა დაიჯერო რომ ქოთანი მოკვდა?

0
366
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0