
ყოფილი მომღერალი და დიზაინერი, ცნობილი ფეხბურთელის მეუღლე, ვიქტორია ბექემი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალური, დახვეწილი და გემოვნებიანი ჩაცმის სტილით. მისი იმიჯი და სამოსი ხშირად იყო განხილვის საგანი და ძირითადად დადებით შეფასებას იმსახურებდა. საუკეთესო გემოვნება აისახა ასევე მის პროფესიონალიზმზე მოდის სფეროში.
მისი ჩაცმის სტილი ძირითადად კლასიკურია, როგორც თავად ამბობს, ეს არის სამოსი, რომელშიც განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს. აქსესუარი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს, არის სათვალე და საათი. სამკაულებს რაც შეეხება, ამბობს, რომ ყოველთვის ცდილობს მისი სამკაული იყოს მაქსიმალურად სადა და არ იყოს ზედმეტად თვალის მომჭრელი.





