საბუნებისმეტყველო § 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის 2015, 15 ნოემბერი, 12:43
დედამიწაზე ჟანგბადის გაჩენამდე, პირველი ოკეანე მწვანე ფერის იყო, იმიტომ რომ წყალი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავდა. წყალში ჟანგბადის გაჩენის შემდეგ, რკინა სუფთა ჟანგბადთან შეხებისას, იწვებოდა და ფსკერზე ილექებოდა. წყლის რკინისგან გაწმენდის შემდეგ, ოკეანე ლურჯი ფერის გახდა. ეს მოხდა 1, 5 მილიარდი წლის წინ. ამ დროისთვის, დედამიწამ ისეთი სახე მიიღო, როგორიც ის კოსმოსიდან ჩანს. მაგრამ, ჯერ კიდევ წინ იყო კონტინენტების დრეიფი. როდინიამ, დაახლოებით, 300 მლნ. წელი იარსება (დაახლოებით, 850—635 მლნ. წწ. წინ) და ვულკანური პროცესების შედეგად დაიშალა.
სუპერკონტინენტის დაშლის შემდეგ, კონტინენტების სანაპიროები წყალმარჩხი იყო, ხოლო ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობა 1%-ს შეადგენდა, რაც საკმარისი იყო ერთუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ოკეანეში იმ პერიოდში, უკვე იყო ლურჯი და მწვანე მრავალუჯრედიანი წყალმცენარეები, ხოლო ფაუნის წარმომადგენლებიდან: მედუზები, მოლუსკები და ჭიაყელები. პროტეროზოუროი ერის ბოლოს, ცოცხალ ორგანიზმებს უკვე განვითარებული ჰქონდათ სუნთქვის ორგანოები, ორგანიზმის ორმხრივი სიმეტრია და სქესი. 178 7-ს მოსწონს
|