სხვა ეტიკეტის 10 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 2015, 14 ნოემბერი, 17:27 ![]() 1.წვნიანი კერძის თეფში, სასურველია, საერთოდ არ დახაროთ რომელიმე მხარეს, მაგრამ, თუკი ამ ჩვევას ვერ ივიწყებთ, თეფში აუცილებლად მხოლოდ თქვენ მხარეს დახარეთ. ![]() ![]() ხშირად შეყვარებულები ერთმანეთს მოფერებით სხვადასხვა სახელებით მიმართავენ: პაწუ, ბაჭია, ბარტყი, ბასუ, ფისო და ა.შ. უცხო საზოგადოებაში ამ სიტყვების გამოყენება უხერხულად ითვლება. როდესაც მარტო არ ხართ, სასურველია ერთმანეთს სახელებით მიმართოთ. ეს, სხვათა შორის, ბავშვებთან ურთიერთობასაც ეხება. ![]() ![]() ![]() ![]() პირველი ხელს ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანი ართმევს: სამსახურის უფროსი - თანამშრომელს, მასწავლებელი - მოსწავლეს და ა.შ. ![]() ![]() ყვავილები: ქრიზანთემა, ვარდი, დელფინიუმი, ორქიდეა, ბამბუკი, კალა, ლილია, ტიტა, შროშანი, პლუმერია. ფერები: იასამნისფერი, ბორდოსფერი, თეთრი, ლურჯი, მწვანე. მიზეზი: ფილმის ან კონცერტის პრემიერა. წიგნის ან სტატიის გამოცემა, მეცნიერული აღმოჩენა ან პრემიის გადაცემა, სპორტული მიღწევები (რეკორდი) და ასევე, დაბადების დღე. ![]() თუკი კიბეზე ასვლის დროს, ქალბატონს დატვირთული მამაკაცი შეხვდება, ამ შემთხვევაში ქალბატონმა ის აუცილებლად უნდა გაატაროს. ![]() არ დადოთ ტელეფონი მაგიდაზე. დიდი ნაჭრები პატარა ლუკმებად დაყავით, რათა ჭამის დროს დიდი პირის გაღება არ მოგიწიოთ. დაელოდეთ, სანამ ცხელი კერძი შეგრილდება. ნუ შეუბერავთ მას გაგრილების მიზნით. არ ისაუბროთ, სანამ პირში ლუკმა გიდევთ. თუკი კერძის მიღება ხელებით მოგიწიათ, შეგიძლიათ, ეს აკურატულად და ესთეტიკურად გააკეთოთ, მოკბიჩეთ ცოტ-ცოტა. თითების გალოკვა არ შეიძლება - ისარგებლეთ ხელსახოცით. თუკი არ ხართ დარწმუნებული, რომ საკვები მოწყობილობების გარეშე აკურატულად მიირთმევთ, უმჯობესია, გამოიყენოთ ისინი - ეს დასაშვებია. ![]() 4047 24-ს მოსწონს 1-ს არა
|