x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სააღდგომო პასკა
imageმასალა:

2კგ ფქვილი,
400 გ შაქარი,
4 კვერცხი,
1ც ჯავზის კაკალი,
200 გ კარაქი,
0, 5ლ რძე,
2ს/კ საფუარი,
1ს/კ ზეთი, ვანილი, ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.


მომზადების წესი:




საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).




ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხის და დარჩენილი შაქრის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუარის მასა.





ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).




მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს.




3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას).




ფორმები ცომით 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და შევდგათ გახურებულ ჰაერღუმელში, გამოვაცხოთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში საშუალო სიმხურვალეზე. (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება).




ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რომ პასკა არ ჩავარდეს.




მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ, გადავაფაროთ ტილოს ნაჭერი.




გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ.

0
2049
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა ძაძამია
ზაზა ძაძამია
2049
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0